ირაკლი კობახიძე - იმედს გამოვთქვამთ, რომ კინზინგერი, ასევე ჩვენი მეგობარი კოლეგები სხვადასხვა ქვეყნის პარლამენტიდან  ფართოდ იქნებიან წარმოდგენილი საქართველოში არჩეევნებზე

კიდევ ერთი გოიმური განცხადება ოპოზიციის მხრიდან, - ასე პასუხობს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ჟურნალისტების კითხვას, რომელიც კინზინგერის საქართველოში არჩევნებისთვის ჩამოსვლის საკითხზე ოპოზიციის შეფასებებს შეეხება. ირაკლი კობახიძის განცხადებით, კინზინგერის ჩამოსვლას ხელისუფლება მიესალმება.

"დიდი იმედი გვაქვს, რომ დეპუტატები კონგრესიდან, ევროპარლამენტარები, ზოგადად პოლიტიკოსები დასავლეთიდან ფართოდ იქნებიან წარმოდგენილნი საპარლამენტო არჩევნების დროს. ჩვენ ამაზე ძალიან აქტიურად ვმუშაობთ საპარლამენტო ასამბლეაში, მეგობარ ქვეყნებთან და დიდ იმედს გამოვთქვამთ, რომ კინზინგერი, ასევე ჩვენი მეგობარი კოლეგები სხვადასხვა ქვეყნის პარლამენტიდან იქნებიან ფართოდ წარმოდგენილი საქართველოში,"- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ცნობისათვის, ოპოზიციის ნაწილის შეფასებით, კინზინგერის აღნიშნული განცხადება, რომელიც საქართველოში არჩევნების პერიოდში ჩამოსვლას უკავშირდება, იმაზე მიუთითებს, რომ საერთაშორისო პარტნიორებს ნდობა არ გააჩნიათ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო