საბანკო ასოციაციის განცხადებით, 3 თვით გადავადებული საბანკო კრედიტების ძირითადი თანხა და საპროცენტო სარგებელი არ უქმდება და ის კრედიტის შემდგომ პერიოდზე გადანაწილდება

საქართველოს საბანკო ასოციაციის განცხადებით, ფიზიკური პირებისთვის კიდევ 3 თვით გადავადებული საბანკო კრედიტების ძირითადი თანხა და საპროცენტო სარგებელი არ უქმდება და ეს თანხები კრედიტის შემდგომ პერიოდზე გადანაწილდება.

ამასთან, როგორც ასოციაციის განცხადებაშია აღნიშნული, 3 - თვიანი საშეღავათო პერიოდით ისარგებლებენ პირები, რომლებმაც პანდემიის გამო დაკარგეს შემოსავლის ძირითადი წყარო და აღრიცხულნი არიან შემოსავლების სამსახურის ბაზაში, როგორც სახელმწიფო დახმარების მიმღებები. აღნიშნული პირები კონკრეტულ შეთავაზებებს კომერციული ბანკებიდან 10 ივნისიდან მიიღებენ. ამასთან, იმ პირებს, რომლებიც ვერ მოხვდებიან სახელმწიფო დახმარების პროგრამაში 10 ივნისამდე, თუმცა დაკარგეს შემოსავლის ძირითადი წყარო ან შემოსავალი ისე შეუმცირდათ, რომ კრედიტის დაფარვას ვეღარ ახერხებენ, ბანკები თავად გამოავლენენ და 3 თვიან გადავადებას შესთავაზებენ იმ პირობებით, რა პირობებითაც პანდემიის საწყის ეტაპზე მოხდა გადავადება. ეს პირებიც 10 ივნისიდან მიიღებენ ბანკებისგან ინფორმაციას, რის შემდეგაც შეეძლებათ მიმართონ ბანკებს.

ამასთან, ყველა იმ პირის რესტრუქტურიზაციის ან რეფინანსირების საკითხის განხილვა, რომელიც არცერთ ზემოთ აღნიშნულ კატეგორიას არ მიეკუთვნება, მათი მხრიდან ბანკისთვის მიმართვის შემთხვევაში ინდივიდუალურად მოხდება.

ლადო პაპავა - მოსახლეობა პოზიტიური დღის წესრიგის მოლოდინშია
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2020
ამირან სალუქვაძე - მიუღებელი რეალობაა - ხელისუფლებას და ოპოზიციას ერთმანეთი აწყობთ