სალომე სამადაშვილი - კინზინგერის განაცხადი დიპლომატიურ და პოლიტიკურ ენაზე ნიშნავს იმას, რომ საარჩევნო სისტემის მიმართ არანაირი ნდობა არ არსებობს

კინზინგერის ეს განაცხადი დიპლომატიურ და პოლიტიკურ ენაზე ნიშნავს იმას, რომ არანაირი ნდობა არ არსებობს საარჩევნო სისტემის მიმართ,- ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის " წევრმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა, რითაც ის ამერიკელი კონგრესმენის ადამ კინზინგერის განცხადებას გამოეხმაურა. მისი თქმით, საერთაშორისო პარტნიორები ბიძინა ივანიშვილზე ზეწოლის საჭიროებას ხედავენ.

“კინზინგერისგან იყო მოწოდება, რომ არჩევნები უნდა იყოს სამართლიანი. ის იმედოვნებს, რომ ექნება შესაძლებლობა, პირადად ჩამოვიდეს საქართველოში და მიიღოს მონაწილეობა სადამკვირვებლო საქმიანობაში ამ არჩევნებზე. ეს დიპლომატიურ და პოლიტიკურ ენაზე არის განაცხადი, რომ არანაირი ნდობა არ არსებობს საარჩევნო სისტემის მიმართ და დღეს ჩვენს მეგობრებს და პარტნიორებს მიაჩნიათ, რომ უზარმაზარი პოლიტიკური წნეხი არის განსახორციელებელი ბიძინა ივანიშვილზე, იმისთვის, რომ საქართველოში აღდგეს დემორატიული არჩევანის შესაძლებლობა ", - განაცხადა სამადაშვილმა.

შეგახსენებთ, ამერიკელი კონგრესმენი ადამ კინზინგერი აცხადებს, რომ შექებას იმსახურებს საქართველოს მთავრობა და ოპოზიცია, რომლებმაც რთულ დროში გამოსავლის პოვნა სცადეს. თუმცა დასძენს, რომ გამოწვევები კვლავ არსებობს და ის უკავშირდება არჩევნების თემას. კონგრესმენი იმედს გამოთქვამს, რომ ოქტომბერში, არჩევნებისთვის საქართველოში იქნება და არჩევნებს დააკვირდება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა