ინდოეთსა და ბანგლადეშში ციკლონის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა 82-მდე გაიზარდა

ინდოეთსა და ბანგლადეშში გამანადგურებელი ციკლონის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა 82-მდე გაიზარდა, თუმცა მაშველები კვლავ განაგრძობენ დაკარგულთა ძიებას და დაღუპულთა რიცხვი შესაძლოა კიდევ გაიზარდოს.

ინდოეთის დასავლეთ ბენეგალის შტატში დაღუპულია 72 ადამიანი, ხოლო მის მოსაზღვრე ბანგლადეშში სულ მცირე 10 ადამიანი. ორივე ქვეყანაში, მილიონობით ადამიანი ჯერ კიდევ ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. განადგურებულია ათასობით სახლი და თავშესაფარი. მედიასთან საუბარში ადგილობრივები აცხადებენ, რომ აღარაფერი დარჩათ.

„ყველაფერი წყალმა წაიღო, აღარაფერი გამაჩნია“,- აცხადებს ბანგლადეშის მოქალაქე „ალ ჯაზირასთან“ საუბარში.

ამ დროისთვის ბანგლადეშში აცხადებენ, რომ ზარალი 1 მილიარდ დოლარს აღემატება.

ცნობისთვის, ციკლონი „ამფანი“ ყველაზე მძლავრი სტიქიაა, რომელიც ბოლო 20 წლის მანძილზე რეგიონს დაატყდა. მის მიახლოვებამდე, ინდოეთისა და ბანგლადეშის რეგიონებიდან მილიონობით ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს