ირაკლი კობახიძე - არავინ არ არის „ქართული ოცნებისთვის" ფარცხალაძე

არავინ არ არის „ქართული ოცნებისთვის" ფარცხალაძე,- ასე პასუხობს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ჟურნალისტის კითხვას, ვინ არის ოთარ ფარცხალაძე „ქართული ოცნებისთვის" და რატომ ჭიანურდება დიდი ხნის განმავლობაში სასამართლოში მის წინააღმდეგ დაწყებული საქმე.

როგორც კობახიძე ამბობს, ხელისუფლება სასამართლოს გადაწყვეტილებაში არანაირი ფორმით არ ერევა.

„ხელისუფლება არავითარი ფორმით არ ერევა და ვერ ჩაერევა სასამართლო ხელისუფლების საქმიანობაში. ეს არის ერთადერთი განცხადება, რომელიც ამაზე შეიძლება გაკეთდეს,"- აცხადებს ირაკლი კობახიძე.

ცნობისათვის, ოთარ ფარცხალაძეს ყოფილი გენერალური აუდიტორის ლაშა თორდიას ცემა ედება ბრალად.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო