რომან გოცირიძე - ხვალიდან, მთავრობასთან ერთად, პრემიერ-მინისტრის იმპიჩმენტის გამოცხადების საფუძველი იარსებებს

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, რომან გოცირიძის განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტი „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების პროექტს დაამტკიცებს, მთავრობისა და მთავრობის მეთაურის იმპიჩმენტის გამოცხადების საფუძველი გაჩნდება. როგორც გოცირიძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, პანდემიის დროს ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება სავალდებულოა, ხოლო თუკი გარკვეული უფლებები საგანგებო მდგომარეობის გარეშე შეიზღუდება, ამით კონსტიტუცია დაირღვევა.

„ამ კანონს თუ მიიღებენ, ეპიდემიის არსებობის შემთხვევაში, საგანგებო მდგომარეობა აღარასდროს გამოცხადდება. კონსტიტუციით კი პანდემიის დროს საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება ვალდებულებაა. საგანგებოს არგამოცხადება და უფლებების ისე შეზღუდვა კი, კონსტიტუციის დარღვევის გამო, იმპიჩმენტის საფუძველია. ხვალიდან უკვე იარსებებს პრემიერის, მთავრობასთან ერთად იმპიჩმენტის გამოცხადების საფუძველი,“ - განაცხადა გოცირიძემ.

ცნობისთვის, ახალი კანონპროექტის მიხედვით, მთავრობას ქვეყანაში შემზღუდავი ღონისძიებების გატარება საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშეც შეეძლება. „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონში ცვლილებების პროექტის თანახმად, საკარანტინო ღონისძიებები ახლებურად განისაზღვრება და გულისხმობს ისეთ ღონისძიებებსაც, რაც დაკავშირებულია გადაადგილების, ეკონომიკური საქმიანობის, საკუთრების, თავშეყრის, შრომის და სხვა უფლებების შეზღუდვასთან.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს