ირაკლი კობახიძის განცხადებით, თუ საკონსტიტუციო ცვლილებები ჩავარდება, ამაზე პოლიტიკური პასუხისმგებლობა ოპოზიციას დაეკისრება

საკონსტიტუციო ცვლილებებს უმრავლესობის მხრიდან ექნება სრული მხარდაჭერა, ეს არის 92 დეპუტატის მხარდაჭერა, შესაბამისად, ჩვენ დამატებით გვჭირდება ბუნებრივია, ოპოზიციის ხმები,- ამის შესახებ პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა. მან იმედი გამოთქვა, რომ დეპუტატები, რომლებიც "ნაციონალური მოძრაობის" და "ევროპული საქართველოს" წევრები არ არიან, ცვლილებებს მხარს დაუჭერენ, თუმცა, თუ საკონსტიტუციო პროექტი მაინც ჩავარდება, კობახიძე ამაზე პასუხისმგებლობას ოპოზიციას აკისრებს.

"არის იმის შესაძლებლობა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ და მისი მეორე განშტოების ხმების გარშეც გავიდეს საკონსტიტიციო ცვლილებები. იმედია, ეს ასე მოხდება. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, ბუნებრივია, ამისათვის, თუ მაინც ჩავარდება ოპოზიციის უპასუხისმგებლობით ეს ცვლილებები, ეს ხდება ბუნებრივია, სრულად მათი პოლიტიკური პასუხისმგებლობა. საქართველოში აბსოლუტურად ყველამ იცის ვინ არის პოლიტპატიმარი და ვინ არ არის, აქედან გამომდინარე, ყველა გადაწყვეტილება საერთაშორისო დონეზე მიღებული იქნება ისე, როგორც ეს შეესაბამება სინამდვილეს და სინამდვილე არის ის, რომ საქართველოში არავითარი პოლიტპატიმრები არ არსებობენ,"- აცხადებს კობახიძე.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა