ევროპული ბიზნეს ასოციაციის წევრებმა ევროკავშირის ელჩთან საქართველოში, კარლ ჰარცელთან ონლაინ შეხვედრა გამართეს

21 მაისს ევროპული ბიზნეს ასოციაციის წევრებმა ევროკავშირის ელჩთან საქართველოში, კარლ ჰარცელთან ონლაინ შეხვედრა გამართეს და მათ ბიზნესზე კორონავირუსის გავლენის საკითხი განიხილეს. ევროპული ბიზნეს ასოციაციის ინფორმაციით, ევროკავშირის ელჩმა საქართველოში ბიზნესის წარმომადგენლებს სამომავლო გეგმები გააცნო და პრიორიტეტულ მიმართულებებზე ისაუბრა.

ამასთან, შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდნენ ევროპული ბიზნეს ასოციაციის წევრი კომპანიების ხელმძღვანელი პირები სხვადასხვა სექტორიდან, როგორც ევროპული, ასევე ქართული კომპანიები, კერძოდ გიორგი გოგოლაძე - კომპანია Deutsche Basalt Faser GmbH, ტორსტენ ველერი - სასტუმრო ჰილტონ ბათუმი, ვალერი ჩეხერია - “აჭარა გრუპი”, ალექს მათუა - პროკრედიტ ბანკი, არჩილ ბაკურაძე - მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრისტალი, ბარის ათაელი - კომპანია ბიურო ვერიტასი, მაია მიქავა - სოფლის მეურნეობის განვითარების ასოციაცია, ირინა საკი - კომპანია პაბლიცისი, პაატა ლომაძე - სადაზღვევო კომპანია ჯიპიაი ჰოლდინგი, ირმა დაუშვილი - კომპანია “დიო”, რომან ბოკერია - Georgian Airways.

„ასოციაციის წევრებმა ელჩთან საუბრისას კორონავირუსის უარყოფითი შედეგების გარდა, ყურადღება გაამახვილეს ბიზნესისთვის ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა ფინანსებზე ხელმისაწვდომობა, სახელმწიფო შესყიდვების სისტემა, კონკურენცია, ხარისხი და სტანდარტები, პროფესიული განათლება და კვალიფიციური კადრები, რეგიონული განვითარება, ევროკავშირთან ვაჭრობა. შეხვედრაში ევროპული ბიზნეს ასოციაციის წევრების გარდა მონაწილეობას იღებდნენ ევროპის ქვეყნების დიპლომატიური კორპუსის და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების წარმომადგენლები, სექტორული ასოციაციები და მოწვეული სტუმრები. ღონისძიება ორგანიზებული იყო ევროპული ბიზნეს ასოციაციის მიერ კომპანია SKYHI-ს ტექნოლოგიური მხარდაჭერით”, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს