აზერბაიჯანში კორონავირუსის 118 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

აზერბაიჯანში, ბოლო 24 საათის მანძილზე კორონავირუსის 118 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და საერთო ჯამში ინფიცირებულთა რაოდენობამ 3749-ს მიაღწია. ამასთან ქვეყანაში, ამავე პერიოდში, კორონავირუსით კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა და მთლიანობაში ვირუსით დაღუპულთა რიცხვმა 44 შეადგინა.

ამ დროისთვის, აზერბაიჯანში კორონავირუსისგან 2340 პაციენტი გამოჯანმრთელდა, ხოლო აქტიურ შემთხვევათა რაოდენობა 1365-ს შეადგენს.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა