„თეგეტა მოტორსი“ -უკვე Volvo-ს ყველა მოდელს აქვს 180 კმ/სთ სიჩქარის შეზღუდვა და Care Key მეტი უსაფრთხოებისთვის

„ვოლვო ქარსი“ ასრულებს თავის დაპირებას, სცდება ყველანაირ რეგულაციას იმისათვის, რომ ნულამდე დაიყვანოს ავტოსაგზაო შემთხვევისგან მიღებული დაზიანებები და უბედური შემთხვევები, ახლა უკვე Volvo-ს ყველა ახალ მოდელს აქვს 180 კმ/სთ სიჩქარის შეზღუდვა, - ამის შესახებ ნათქვამია „თეგეტა მოტორსის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მათი ინფორმაციით, სიჩქარის შეზღუდვის გარდა, "ვოლვოს" ავტომობილებს მოჰყვება Care Key, რაც "ვოლვოს" მძღოლებს საშუალებას აძლევს ავტომობილის მაქსიმალურ სიჩქარეზე დამატებითი შეზღუდვები დააწესონ.

„ჩვენ გვჯერა, რომ ავტომობილების მწარმოებლებს აქვთ პასუხისმგებლობა, გააუმჯობესონ საგზაო უსაფრთხოება, სწორედ ამიტომ დავნერგეთ სიჩქარის გადაჭარბების და care key-ს ტექნოლოგია, რომელიც ეხმარება ადამიანებს გააცნობიერონ, რომ სიჩქარის გადაჭარბება საშიშია“, - აცხადებს „ვოლვო ქარსის“ უსაფრთხოების ცენტრის ხელმძღვანელი მოლინ იექოლმი.

„180 კმ/სთ სიჩქარის შეზღუდვა და Care Key, კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ "ვოლვო" მსოფლიოში ყველაზე უსაფრთხო ავტომობილია. ორივე ახალი მახასიათებელი გვიჩვენებს, თუ როგორ შეუძლია ავტომობილების მწარმოებლებმა აიღონ პასუხისმგებლობა ნულოვანი უბედური შემთხვევების მისაღწევად.

ავტომწარმოებლის მიერ სიჩქარის შეზღუდვა, სადავო საკითხად იქცა მისი გასაჯაროების დღიდან. კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, აქვს თუ არა ავტომწარმოებელს უფლება დააწესოს სიჩქარის შეზღუდვა არსებული ტექნოლოგიების მეშვეობით. „ვოლვო ქარსი“ თვლის, რომ ვალდებულია გააგრძელოს ტრადიცია, იყოს პიონერი ამ განხილვებში იმისათვის, რომ გადაარჩინოს სიცოცხლე, თუნდაც ეს შესაძლოა პოტენციური მომხარებლის დაკარგვას ნიშნავდეს. ამჟამად გადაჭარბებულ სიჩქარესთან დაკავშირებული პრობლემა არის ის, რომ გარკვეული სიჩქარის ზემოთ, ავტომობილებში არსებული უსაფრთხოების ტექნოლოგია არ არის საკმარისი, რომ ავტოსაგზაო შემთხვევის დროს თავიდან ავირიდოთ მძიმე დაზიანებები და უბედური შემთხვევები. სწორედ ამიტომ არსებობს სიჩქარის შეზღუდვები დასავლეთის ქვეყნებში, მაგრამ, სამწუხაროდ, სიჩქარის გადაჭარბება კვლავ რჩება ავტოსაგზაო და უბედური შემთხვევების ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ მიზეზად და მილიონობით ადამიანი იღებს ჯარიმას სიჩქარის გადაჭარბების გამო. კვლევები აჩვენებს, რომ ადამიანებს აქვთ დაბალი ცნობადობა გადაჭარბებული სიჩქარის საშიშროების შესახებ, რის შედეგად ბევრი ადამიანი ძალიან სწრაფად გადაადგილდება. სიჩქარის გარდა, "ვოლვოს" მთავარი ხედვები უკავშირდება ნასვამ მდგომარეობას და ყურადღების გაფანტვას, რაც, მათი აზრით, ორი მნიშვნელოვანი საკითხია, მომავალში საგზაო უსაფრთხოებისთვის და ნულოვანი უბედური შემთხვევების მისაღწევად“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო