გიგა ბოკერია უმრავლესობის წევრებს - ხომ მაგრად გეწყინათ, ზურაბიშვილმა რომ შეიწყალა პოლიტპატიმრები და თქვენ რომ არც იცოდით?

ხომ მაგრად გეწყინათ, ზურაბიშვილმა რომ შეიწყალა პოლიტპატიმრები და თქვენ რომ არც იცოდით? თალაკვაძეს რომ უთხრეს, ალბათ კობახიძეს და მდინარაძეს და თქვენ რომ არც გითხრეს, ეს პოლიტიკური თავმოყვარეობის საკითხი არ იყო თქვენთვის ?- ასე მიმართა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს. ბოკერიამ უმრავლესობის წევრების მისამართით კითხვაც დასვა და დაინტერესდა, შეზღუდვების შესახებ კანონპროექტის მხარდაჭერით საკუთარ როლზე უარს რატომ ამბობენ.

„უმრავლესობაში ხართ კიდევ რამოდენიმე თვე. თქვენ ხომ მხარს უჭერთ ამ მთავრობას? საკუთარ როლზე უარს რატომ ამბობთ? ეს აგვიხსენით თუ შეიძლება. რატომ ეუბნებით, რომ აღარც მკითხოთ არაფერიო.

საგანგებო მდგომარეობა არ დაარქვათ-მეთქი, მე ეგ შემოგთავაზეთ. დაარქვით „ჯანდაცვის სპეციალური ზომები“. მომიზეზებული რომ გაქვთ, საგანგებო მდგომარეობა რაღაცებს იწვევს სხვასო. სხვა სახელი დაარქვით და პარლამენტის როლი დატოვეთ. თუ დასახურია რამე, თქვენი აზრით, თქვენს ხელშია მაინც და რატომ ამბობთ თქვენს ფუნქციაზე უარს? ერთ მაგალითს მოგიყვანთ. შეიძლება, ზოგიერთ თქვენგანს ილუზია აქვს, რომ ჩვენ მაინც ცალკე გვეტყვის მთავრობა და ჩვენი წონა გვაქვსო, მე არ ვიცი ვის აქვს ეს ილუზია. ხომ მაგრად გეწყინათ, ზურაბიშვილმა რომ შეიწყალა პოლიტპატიმრები და თქვენ რომ არც იცოდით? ხომ გეწყინათ მართლა? მესმის თქვენი! თალაკვაძეს რომ უთხრა და ალბათ, კობახიძეს და მდინარაძეს და თქვენ რომ არც გითხრეს, ეს პოლიტიკური თავმოყვარეობის საკითხი არ იყო თქვენთვის ? აღარც გინდათ, რომ გკითხონ? რა შუაშია ოპოზიციას უნდა, რომ დაგვღუპოს? და ვინ გეუბნებათ ამას? თქვენს ხელშია, სანამ ხალხი გადაგირჩევთ და რატომ არ გინდათ, რომ თქვენს ხელში იყოს? ეს გამოსვლები გიშლით ნერვებს?“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა