ნუკრი ქანთარია - ნუ შევასაღებთ საზოგადოებას ზღაპრებს, რომ კანონპროექტით დიქტატურა იბადება

კანონპროექტის ასეთი კოლექტიურად მიუღებლობა და თითქოს, უკვე იმ ფაზაზე გადასვლა, რომ ამ კანონებში დამატებით დიქტატურა იბადება და ჩვენი საზოგადოებისთვის დაჯერება, ეს კარგს არაფერს მოიტანს ამ განსაცდელის დროს“, - ამის შესახებ პარლამენტის წევრმა, ნუკრი ქანთარიამ პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ კანონპროექტზე მსჯელობენ.

„რომ იყოს გამოცდილება ამ ვირუსთან დაკავშირებით, ან რომელიმე სახელმწიფოს ჰქონდეს ეს გამოცდილება, მაშინ მესმის, მაგრამ ასე არ არის და გზადაგზა ვსწავლობთ. ხომ კარგად ვიცით, რომ ამ ძალიან თანმიმდევრულმა, დროზე გამოცემულმა შეზღუდვებმა დღეს საკმაოდ კარგ მდგომარეობაში ჩაგვაყენა და ეს არის ხელისუფლების, მოქალაქეების და ექიმთა კორპუსის დამსახურება“,- განაცხადა ნუკრი ქანთარიამ.

დეპუტატის თქმით, მოსახლეობამ არ უნდა იფიქროს, რომ ვინმე საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის არის მოსული, მისი შეფასებით, ეს სამართლიანი არ არის.

„თუ აქ კონსტიტუციასთან შეუსაბამობაა და ალბათ, არის ლაფსუსები, თუმცა, ისიც ხშირად მინახავს, როდესაც ერთი კონსტიტუციონალისტი ერთს ამბობს, მეორე მეორეს და ორივე მართალია ხოლმე. საკონსტიტუციო სასამართლოც არსებობს, იმიტომაა აქ ამდენი იურისტი, რომ შეაჯეროს და ისე მოახერხოს, რომ ეს არ იყოს შეუსაბამობაში. რაც შეეხება იმას, რომ ჩვენ ამით მართლაც ფრანკო და დუჩე იბადება ახლა აქ, ამ ზღაპრებს ნუ შევასაღებთ საზოგადოებას. საათებზე შეიძლება იყოს დამოკიდებული ყველაფერი და ყოველ წამს პარლამენტის შეკრება, შეიძლება, უკვე დაგვიანებული იყოს“,- განაცხადა ნუკრი ქანთარიამ.

აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა