ილია ნაკაშიძე - ყველა ვთანხმდებით იმაზე, რომ ეს შეზღუდვები აუცილებელია

ამ კანონპროექტის მიზანი, პირველ რიგში იმაში მდგომარეობს, რომ ჩვენ თავიდან ავიცილოთ საგანგებო მდგომარეობა, აღვადგინოთ პოლიტიკური თავისუფლება საქართველოში, მინიმალური ზარალი მივაყენოთ ეკონომიკას და მაქსიმალურად დავიცვათ ჩვენი მოსახლეობის ჯანმრთელობა. სხვათა შორის, ყველა ვთანხმდებით იმაზე, რომ ეს შეზღუდვები აუცილებელია, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, ილია ნაკაშიძემ პლენარულ სხდომაზე „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებების განხილვისას.

მისივე თქმით, საქართველოს კონსტიტუციის 28-ე მუხლი პირდაპირ ავალდებულებს სახელმწიფოს დაიცვას საზოგადოების ჯანმრთელობა. პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის განცხადებით, კანონში შესატანი ცვლილებები ჩვეულებრივი დაზუსტებაა, რაც ნიშნავს სუბიექტური კომპონენტის მინიმალიზაციას.

„რაც შეეხება, ვინ უნდა შეასრულოს ტექნიკურად ეს ცვლილები. პირველ რიგში, ესენი არიან ჩვენი კოლეგები დაავადებათა კონტროლიდან, რომლებიც პროფესიულად უდგებიან ამ საკითხს. ჩვენ დავიწყებული გვქონდა, რომ ეპიდემიოლოგია და ინფექციური სნეულებები არის საგანი, რაც შეგვახსენა ამ ეპიდემიამ და ამას ნუ დავივიწყებთ“, - აღნიშნა ილია ნაკაშიძემ.

აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო