ირაკლი კობახიძე - კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ოპოზიციის წარმომადგენლებს, შეეშვან სპეკულაციებს

ჩვენი არჩევანი არის ამ კანონის მიღება და კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ოპოზიციის წარმომადგენლებს, შეეშვან სპეკულაციებს,-ამის შესახებ პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პლენარული სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, სულ სამი ვარიანტი არსებობს: საგანგებო მდგომარეობის გაგრძელება, ვირუსის გავრცელების მასშტაბის უგულებელყოფა ან შეზღუდვების შესახებ ცვლილებების მხარდაჭერა.

ირაკლი კობახიძემ ოპოზიციას მოუწოდა, ამ სამი ვარიანტიდან მათთვის სასურველი ვერსია აირჩიონ, წინააღმდეგ შემთხვევაში, მისი თქმით, გამოჩნდება, რომ ეს ყველაფერი პოლიტიკური სპეკულაცია იყო.

„მთელი რიგი შეზღუდვებია შესანარჩუნებელი და ბუნებრივია, ამას სათანადო საკანონმდებლო ჩარჩო სჭირდება. შესაბამისად, სპეკულაციები აბსოლუტურად უადგილოა. ჩვენ რეალურად სამი ვარიანტი გვაქვს. პირველი არის საგანგებო მდგომარეობის გაგრძელება. ეს არის ერთი თეორიული ვარიანტი. მეორე თეორიული ვარიანტი არის ის, რომ მივუშვათ ვირუსი და ვიცით, რა შედეგებამდე შეიძლება მიგვიყვანოს ვირუსის თავის ნებაზე მიშვებამ. ამის მაგალითია ჩვენი ერთ-ერთი მეზობელი ქვეყანა, სადაც 5600 შეადგენს უკვე კორონავირუსის რეგისტრირებული შემთხვევა და 335 შემთხვევა დაემატა მარტო გასული დღე-ღამის განმავლობაში. მესამე ეს არის ამ კანონის მიღება. მოდით, მოვუწოდოთ ოპოზიციას, რომელსაც არ აინტერესებს კონტრარგუმეტები, ხედავთ, რომ დარბაზში არავინ არის დარჩენილი.

მარტივად, ხვალამდე იფიქრონ და ამ სამი ვარიანტიდან ერთ-ერთი აირჩიონ. ჩვენი არჩევანი არის ამ კანონის მიღება და კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ოპოზიციის წარმომადგენლებს, შეეშვან სპეკულაციებს და ძალიან მარტივად აირჩიონ, რომელია მათთვის ამ სამი ვარიანტიდან ყველაზე რაციონალური ალტერნატივა. ეს არის ჩვენი მარტივი მოწოდება, ხვალამდე დაველოდოთ პასუხს და თუ პასუხს არ მივიღებთ, ნათლად გაირკვევა, რომ ყველაფერი სპეკულაცია იყო და ჩვენ აბსოლუტურად სუფთა სინდისით შეგვიძლია მივიღოთ ეს კანონი, რომელიც უზრუნველყოფს ეფექტიანი ზომების შენარჩუნებას საქართველოს მთავრობის მიერ“,-განაცხადა კობახიძემ.

ცნობისთვის, ახალი კანონპროექტის მიხედვით, მთავრობას ქვეყანაში შემზღუდავი ღონისძიებების გატარება საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშეც შეეძლება. „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონში ცვლილებების პროექტის თანახმად, საკარანტინო ღონისძიებები ახლებურად განისაზღვრება და გულისხმობს ისეთ ღონისძიებებსაც, რაც დაკავშირებულია გადაადგილების, ეკონომიკური საქმიანობის, საკუთრების, თავშეყრის, შრომის და სხვა უფლებების შეზღუდვასთან.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლების დღის წესრიგი მორგებულია არჩევნებს, სამწუხაროდ, არ ფიქრობს ეკონომიკაში სისტემური ცვლილებების განხორციელებაზე და თვითგადარჩენის რეჟიმზეა გადასული
ქართული პრესის მიმოხილვა 30.05.2020
ამირან სალუქვაძე - მიუღებელი რეალობაა - ხელისუფლებას და ოპოზიციას ერთმანეთი აწყობთ
"სილქნეტი" StopCoV ფონდში კიდევ ერთ მილიონ ლარს გადარიცხავს
სამედიცინო სერვისებზე მნიშვნელოვანი შეღავათების გაცემა დაიწყო
2 წლის შედეგებით Domenebi.ge უმსხვილესი დამოუკიდებელი რეგისტრატორია
ფინკა ბანკი - ძლიერი ფინანსური მაჩვენებლები და საერთაშორისო პარტნიორები ახალი გამოწვევების საპასუხოდ