პრემიერის მრჩეველი - დასაქმებულებს, რომლებსაც მარტის ხელფასი აპრილში ჩაერიცხათ, მაგრამ აპრილში სამსახური დაკარგეს, სახელმწიფო აუცილებლად დაეხმარება

სახელმწიფოს მიზანია, დაეხმაროს ყველა იმ ადამიანს, რომელმაც პანდემიის პერიოდში დაკარგა შემოსავალი; შესაძლოა, იყოს დასაქმებულთა ისეთი კატეგორია, რომელსაც მარტის ხელფასი აპრილში ჩაერიცხა, მაგრამ აპრილში ხელფასი დაკარგა, სახელმწიფო ამ ადამიანებს აუცილებლად დაეხმარება, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ეკონომიკურ საკითხებში ბექა ლილუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, შესაბამისი სამსახურები - ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური და ჯანდაცვის სამინისტროს დასაქმების სააგენტო, ყოველდღიურად სხვადასხვა ტიპის ღონისძიებებს ატარებენ, რათა მაქსიმალურად გაუმჯობესდეს მსგავსი საკითხების ადმინისტრირების ხარისხი.

რაც შეეხება თვითდასაქმებულების საკითხს, პრემიერის მრჩეველმა განმარტა, რომ თვითდასაქმებულების იმ კატეგორიას, რომელიც იდენტიფიცირებადია ფინანსთა სამინისტროს და შესაბამისი სამსახურების საინფორმაციო სისტემაში, სახელმწიფო ავტომატურად დაეხმარება.

„შექმნილია შესაბამისი კომისია, რომელიც აფასებს ყველა იმ ადამიანის მდგომარეობას, რომელიც არ ფიქსირდება ფინანსთა სამინისტროს და შესაბამისი სტრუქტურების მონაცემთა ბაზებში. ისინი არ არიან გადასახადის გადამხდელები, თუმცა, ჰქონდათ შემოსავალი და მათ მიერ ნებისმიერი დოკუმენტის წარდგენის შემთხვევაში, რა თქმა უნდა, სახელმწიფო მათ კომპენსაციას გადაუხდის. თუ ისინი ვერ შეძლებენ ამ ტიპის დოკუმენტის წარდგენას, ყოველთვის შეუძლიათ, სოციალური მხარდაჭერის პროგრამების ფარგლებში გახდნენ სახელმწიფოს მხარდაჭერის ბენეფიციარები და მოითხოვონ მათი სოციალური მდგომარეობის გადამოწმება და შესაბამისი ქულის მინიჭება. მათთვის ეს არხი ყოველთვის ღიაა, რომ სახელმწიფოსგან მხარდაჭერა მიიღონ“, - აღნიშნა ბექა ლილუაშვილმა.

აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს