ირაკლი კობახიძე - ჩვენთვის მთავარი იყო საბაბი არ დაგვეტოვებინა კრიტიკისთვის, რასაც ემსახურებოდა გადაწყვეტილება, რომელიც მივიღეთ და რაც გვაძლეს საშუალებას, შევინარჩუნოთ შეზღუდვები იმ ვადით, რაც არის აუცილებელი

ჩვენ აბსოლუტურად ყველას ვუსმენთ. რა თქმა უნდა, იმ დისკუსიის შინაარსი გავითვალისწინეთ, რომელიც გაიმართა , - ამის შესახებ პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ კანონპროექტში გარდამავალი დებულების სახით შეზღუდვების დროებით დაწესების ინიციატივასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, კანონპროექტში დღეს სწორედ ამ დათქმით დამტკიცდა პირველი მოსმენით. კობახიძის თქმით, დროებითი შეზღუდვის თარიღად ივლისის რომელიმე რიცხვი, სავარაუდოდ, 15 ივლისი იქნება ასახული.

მისივე თქმით, აღნიშნულთან დაკავშირებით კონსულტაციებს გამართავენ და კონკრეტული თარიღი კანონპროექტში უკვე ჯანდაცვის კომიტეტზე ჩაიწერება, რომელიც ხვალ გაიმართება.

"სხვადასხვა პოზიციები დაფიქსირდა, მათ შორის, უმრავლესობის წევრებსაც ჰქონდათ ინიციატივები. მათ შორის, ვინც დასვა ეს საკითხი, იყო კახა კუჭავა. ჩვენ განვიხილეთ ეს საკითხი და შევჯერდით ამ პოზიციაზე, რომ დროებით გავწეროთ ეს ნორმები კანონის გარდამავალ დებულებებში.

რა თქმა უნდა, ნებისმიერ კანონს შეიძლება, მოუძებნო კრიტიკული პუნქტები. ჩვენთვის მთავარი იყო საბაბი არ დაგვეტოვებინა კრიტიკისთვის და შესაბამისად, ამას ემსახურებოდა ის გადაწყვეტილება, რომელიც მივიღეთ. ეს გვაძლევს საშუალებას შევინარჩუნოთ შეზღუდვები იმ ვადით, რა ვადითაც არის აუცილებელი საგანგებო მდგომარეობის გარეშე. ივლისის ვითარება გვიჩვენებს როგორ გაგრძელდება პროცესები დაგვჭირდება თუ არა ჩვენ ხელახლა შემდეგ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება. დღევანდელი მოცემულობით, წესით, ეს არ უნდა დაგვჭირდეს, თქვენ იცით, რომ 224-მდე არის უკვე შემცირებული აქტიური შემთხვევების რაოდენობა. დინამიკა არის პოზიტიური, შესაბამისად, წესით, ივლისში მთლიანად უნდა იყოს ამოწურული პრობლემა და მთლიანად უნდა გადავერთოთ საარჩევნო რეჟიმზე", - განაცხადა კობახიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო