თინა ბოკუჩავა - მოხარული ვართ, რომ ჩვენმა ბრძოლამ და არგუმენტებმა, როგორც იქნა სახელისუფლო გუნდი დაარწმუნა, რომ დრაკონული კანონის მიღება, საფრთხეს შეუქმნიდა ჩვენს დემოკრატიას

მოხარული ვართ, რომ ჩვენმა დღევანდელმა ბრძოლამ და არგუმენტებმა, როგორც იქნა დაარწმუნა სახელისუფლო გუნდი იმაში, რომ ამგვარი დრაკონული კანონის მიღება საფრთხეს შეუქმნიდა ჩვენს დემოკრატიას, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა თინა ბოკუჩავამ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც შეაფასა ირაკლი კობახიძის ინციატივა, რომლის თანახმადაც შემზღუდავი ღონისძიებები, გარდამავალ დებულებაში დროებით, 15 ივლისამდე გაიწერება.

ბოკუჩავას თქმით, ყველა დემოკრატიულ ქვეყანაში ამგვარ შეზღუდვებს აქვს ვადა. მისი თქმით, უვადოდ, საპარლამენტო კონტროლის გარეშე, ასეთი შეზღუდვების შემოღება ანტიკონსტიტუციურია.

"დღევანდელმა ბრძოლამ კონკრეტული შედეგი გამოიღო. ის, რასაც ვამბობდით, რომ ბლანკეტურად, დროის შეზღუდვის გარეშე, ამგვარი კანონის მიღება არის არაკონსტიტუციური, როგორც ჩანს, გაითავისა დებატების ბოლოს მმართველმა გუნდმა იმიტომ, რომ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, შემოვა კონკრეტული დროის ჩამკეტი, რაც, რა თქმა უნდა, რადიკალურად ცვლის ამ კანონის არსს და ბევრად უფრო არბილებს იმ წუხილებს, რაც გაგვაჩნდა ჩვენ ოპოზიციაში და არასამთავრობო ორაგანიზაციებს. ჩვენ ვთვლიდით, რომ იმ ფორმით რა ფორმითაც დიმიტრი ხუნდაძემ ეს კანონპროექტი წარმოადგინა, იურიდიულ, კონსტიტუციურ ნაწილში ვერანაირი დასაბუთება ვერ წარადგინა. ის იყო ანტიკონსტიტუციური და ეწინააღმდეგებოდა იმ ვალდებულებებს, რაც საქართველოს აღებული აქვს საერთაშორისო კონვენციებით", - განაცხადა ბოკუჩავამ.

ცნობისთვის, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი კობახიძე ინიციატივით გამოდის, რომ შემზღუდავი ღონისძიებები, რომელიც „საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ“ კანონპროექტით დგინდება, გარდამავალ დებულებაში დროებით, 15 ივლისამდე გაიწეროს. ამის შესახებ მან პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

შეგახსენებთ, პარლამენტმა კანონპროექტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა.

ცნობისთვის, მთავრობას ქვეყანაში შემზღუდავი ღონისძიებების გატარება საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშეც შეეძლება.

აღსანიშნავია, რომ კენჭისყრამდე საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი კობახიძემ ოპოზიციას შესთავაზა, ის შემზღუდავი ღონისძიებები, რომელიც აღნიშნული კანონპროექტით დგინდება, იყოს დროებითი და გარდამავალ დებულებაში მისი ვადა 15 ივლისამდე ჩაიწეროს. დეპუტატებმა საკანონმდებლო ცვლილებებს სწორედ ამ დათქმით დაუჭირეს მხარი.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო