ჩინეთის საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ მაიკ პომპეოს არაერთმა ტყუილმა მსოფლიოში მის ავტორიტეტს სახელი გაუტეხა

ოფიციალური ჩინეთი აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, მაიკ პომპეოს აკრიტიკებს. როგორც ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა ჩჟაო ლიცზიანმა პრესკონფერენციაზე აღნიშნა, პომპეოს „ტყუილებმა მის ავტორიტეტს მსოფლიოში სახელი გაუტეხეს“.

ჩინეთი აშშ-ის სახელმწიფო მდივანს ასევე, მოუწოდებს, რომ ახსნას კორონავირუსის წინააღმდეგ ამერიკის მიერ გადადგმული ნაბიჯების მინუსები.

„კიდევ ერთხელ, ბატონმა პომპეომ უპასუხისმგებლო განცხადებები გააკეთა და უკიდურესად უპასუხისმგებლო პოლიტიკოსის როლი კარგად შეასრულა. თუმცა, მისმა არაერთმა ტყუილმა მის ავტორიტეტს მსოფლიოში სახელი გაუტეხა. ბატონმა პომპეომ, უნდა უთხრას მსოფლიოს, რატომ არ მიიღო შეერთებული შტატების მთავრობამ მკაცრი გამაფრთხილებელი და პრევენციული ზომები იანვრიდან მარტამდე პერიოდში? რატომ არ ურჩია თავის მოქალაქეებს პირბადეების ტარება? რატომ ვერ შეაჩერა მან კორონავირუსის სწრაფი გავრცელება აშშ-ში? მას აქვს ვალდებულება, რომ ეს მსოფლიოს აუხსნას“, - განაცხადა ჩჟაო ლიცზიანმა.

შეგახსენებთ, მაიკ პომპეომ ჩინეთი კორონავირუსის მიმართ არასათანადო ქმედებებში კვლავ დაადანაშაულა. მისი თქმით, ჩინეთის პრეზიდენტი აცხადებს, რომ მისი ქვეყანა ღია და გამჭვირვალეა, თუმცა ამ განცხადებების ფონზე, პეკინი გამომძიებლებს გარკვეულ დაწესებულებები არ უშვებს, ვირუსის ცოცხალი ნიმუშების გაცემაზე უარს ამბობს და ქვეყნის ფარგლებში პანდემიის საკითხის განხილვაზე ცენზურა აქვს დაწესებული. პომპეოს მტკიცებით, ჩინეთის წვლილი პანდემიასთან ბრძოლაში წვრილმანია იმ ხარჯთან შედარებით, რაც მათ თავიანთი უმოქმედობით მსოფლიოს დააკისრეს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა