მოსკოვში საკარანტინე ზომების შემსუბუქების ახალი ეტაპი იწყება

მოსკოვში საკარანტინე ზომების შემსუბუქების ახალი ეტაპი იწყება. როგორც მოსკოვის მერი, სერგეი სობიანინი საკუთარ განცხადებაში აღნიშნავს, კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევებმა კლება დაიწყო, შესაბამისად, შესაძლებელია, ეკონომიკის თანმიმდევრული ამუშავება და ქალაქში არსებული ორგანიზაციების მუშაობის ეტაპობრივად განახლება.

შესაბამისი ბრძანების თანახმად, რომელსაც მერმა ხელი უკვე მოაწერა, 25 მაისიდან მუშაობას განაახლებს მრავალფუნქციური სახელმწიფო მომსახურების ცენტრები. ჯერჯერობით არასრული დატვირთვით მხოლოდ 88 ცენტრი იმუშავებს. 25 მაისიდან განახლდება ავტომობილების დაქირავების სერვისი. 27 მაისიდან მოსკოვიდან სხვა რეგიონებში გადაადგილებისთვის ციფრული საშვები იმოქმედებს.

მომდევნო კვირის დასაწყისიდან, სავალდებულო ხდება პირბადეებისა და ხელთათმანების ტარება სარკინიგზო ობიექტებზე. მოსკოვის მერი მიიჩნევს, რომ ოფისებში თანამშრომლების დაბრუნება სრული მოცულობით ჯერ ნაადრევია, ამიტომ დისტანციური მუშაობის რეჟიმი მაქსიმალურად უნდა შენარჩუნდეს.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა