თავდაცვის სამინისტრო - სიცრუეა, თითქოს სამხედრო მოსამსახურეებს კუთვნილზე ნაკლები ხელფასი ჩაერიცხათ

სიცრუეა გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თითქოს სამხედრო მოსამსახურეებს კუთვნილზე ნაკლები ხელფასი ჩაერიცხათ , - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს თავდაცვის სამინისტროში განუცხადეს.

როგორც უწყებაში აცხადებენ, უკვე რამდენიმე თვეა, სამხედრო მოსამსახურეები გაზრდილ ხელფასს იღებენ და მათ იმაზე ადრე ერიცხებათ შრომის ანაზღაურება ვიდრე წინა წლებში.

„ერთ-ერთი მედია საშუალების მიერ მიზანმიმართულად გრძელდება არასწორი და ცრუ ინფორმაციის გავრცელება და საზოგადოების შეცდომაში შეყვანა. სწორედ საზოგადოების ჯეროვანი ინფორმირების მიზნით, გვსურს განვმარტოთ, რომ სიუჟეტში მოყვანილი ყველა პუნქტი არის ტყუილი. სიცრუეა მათ მიერ გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თითქოს სამხედრო მოსამსახურეებს კუთვნილზე ნაკლები ხელფასი ჩაერიცხათ. მოგახსენებთ, რომ უკვე რამდენიმე თვეა, სამხედრო მოსამსახურეები გაზრდილ ხელფასს იღებენ და მათ იმაზე ადრე ერიცხებათ შრომის ანაზღაურება ვიდრე წინა წლებში. სამეთაურო რგოლის გარდა სახელფასო ანაზღაურება დამატებით გაზრდილი აქვთ GDRP-ის პროგრამაში მონაწილე სამხედრო მოსამსახურეებსაც. 2020 წელს ქართული ჯარის ისტორიაში ახალ წელს პირველად გაიცა პრემია თავდაცვის ძალების სრულ შემადგენლობაზე“ , - აცხადებენ უწყებაში.

რაც შეეხება ჩოხების შესყიდვას, თავდაცვის სამინისტროს ინფორმაცით, ჩოხები განკუთვნილი არის საპატიო ყარაულისთვის და საპროტოკოლო ღონისძიებებისთვის, რაც წლების განმავლობაში არ შეცვლილა.

„კიდევ ერთი სიცრუე გავრცელებულ ინფორმაციაში ეხებოდა მშრალი ულუფის შესყიდვის მიზნით გამოცხადებულ ტენდერს, რომელიც არ დასრულებულა და წინასწარ შედეგზე საუბარი, სულ მცირე არაკორექტულია და ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას. მით უფრო, რომ მიმდინარე ტენდერში მონაწილე კომპანიის დაკავშირება თავდაცვის მინისტრის ნათესავებთან ამორალურია, მაშინ, როდესაც აღნიშნულ კომპანიას უწყებაში, იგივე ტენდერები წლების წინაც აქვს მოგებული, როდესაც თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საერთოდ არ იყო. რაც შეეხება ჩოხების შესყიდვას, ჩოხები განკუთვნილი არის საპატიო ყარაულისთვის და საპროტოკოლო ღონისძიებებისთვის, რაც წლების განმავლობაში არ შეცვლილა. საპატიო ყარაულის ძირითადი დანიშნულება კი, საქართველოსთვის დაღუპული გმირებისთვის პატივის მიგებაა. აღნიშნული სიცრუის კამპანია მიზანმიმართულია თავდაცვის სამინისტროს დღევანდელი მიღწევების დისკრედიტაციისკენ“ , - აცხადებენ უწყებაში.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა