პრემიერ-მინისტრმა ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფლებში არსებულ რთულ ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობაზე სამუშაო შეხვედრა გამართა

ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფლებში - მუშევანსა და გეტაში არსებულ რთულ ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ შესაბამისი უწყებების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

როგორც მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, შეხვედრისას განიხილეს ის სამედიცინო ღონისძიებები, რომელსაც საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროს სპეციალისტები და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები აღნიშნულ ორ სოფელში ახორციელებენ. მათ შორის, მიმდინარეობს მოსახლეობის აქტიური თერმოსკრინინგი და ტესტირება.

ამასთანავე, ყურადღება გამახვილდა ძალოვანი უწყებების წარმომადგენლების მხრიდან სოფლებში დაწესებული მკაცრი საკარანტინო რეჟიმის აღსრულების კონტროლზე.

შეხვედრაში ვიდეოკონფერენცის მეშვეობით მონაწილეობდა ქვემო ქართლის რეგიონის გუბერნატორი შოთა რეხვიაშვილი, რომელმაც ბოლნისის მუნიციპალიტეტში არსებული ვითარების შესახებ პრემიერ-მინისტრს ბოლო ინფორმაცია მიაწოდა.

აღინიშნა, რომ ბოლნისის მუნიციპალიტეტსა და მკაცრი საკარანტინო რეჟიმით ჩაკეტილ სოფლებთან მიმართებაში, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო, შესაბამის გადაწყვეტილებებს ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის ანალიზის საფუძველზე მიიღებს.

ლადო პაპავა - მოსახლეობა პოზიტიური დღის წესრიგის მოლოდინშია
ქართული პრესის მიმოხილვა 30.05.2020
ამირან სალუქვაძე - მიუღებელი რეალობაა - ხელისუფლებას და ოპოზიციას ერთმანეთი აწყობთ
"სილქნეტი" StopCoV ფონდში კიდევ ერთ მილიონ ლარს გადარიცხავს
სამედიცინო სერვისებზე მნიშვნელოვანი შეღავათების გაცემა დაიწყო
2 წლის შედეგებით Domenebi.ge უმსხვილესი დამოუკიდებელი რეგისტრატორია
ფინკა ბანკი - ძლიერი ფინანსური მაჩვენებლები და საერთაშორისო პარტნიორები ახალი გამოწვევების საპასუხოდ