ირაკლი კობახიძე - ირაკლი ოქრუაშვილმა და  გიგი უგულავამ ვის, ან რას უნდა მოუგონ, რომელთა ინტელექტიც „პლინტუსს“ მიღმაა

ირაკლი ოქრუაშვილმა ვის, ან რას უნდა მოუგოს, ან გიგი უგულავამ, რომელთა ინტელექტიც არის, როგორც ჟარგონზე ამბობენ, „პლინტუსს“ მიღმა , - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი კობახიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

როგორც კობახიძემ განაცხადა, რაც მეტი გიგი უგულავა და ვანო მერაბიშვილი იქნება ქართულ პოლიტიკაში, მით მეტ ხანს დარჩება „ქართული ოცნება“.

„რაც მეტი უგულავა იქნება, რაც მეტი ოქრუაშვილი იქნება, რაც მეტი მერაბიშვილი და ა.შ. იქნება პოლიტიკაში, მით უფრო მყარად დარჩება „ქართული ოცნება“ პოლიტიკაში... რაც უნდათ ილაპარაკონ, ოქტომბრის ბოლოს, როცა დავითვლით არა წიწილებს, არამედ ხმებს, იქ ვნახავთ, რა იქნება შედეგი და ეს შედეგი იქნება გამოხატულება იმ რაციონალური აღქმის, რომელიც აქვს საზოგადოებას. ისინი აფასებენ წარსულს, აწმყოს, მომავალს და მათ იციან, რომ 48 მილიონის ქურდი, ქართულ პოლიტიკაში დიდი ხნის განმავლობაში, არ უნდა იყოს წარმოდგენილი“, - განაცხადა კობახიძემ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს