ირაკლი კობახიძე - ცალკე საინტერესო საკითხია, რომ საერთოდ დაივიწყა ოპოზიციამ  ბაჩო ახალაია, არც კოლეგიალობა იციან, არც მეგობრობა და არც არაფერი

ცალკე საინტერესო საკითხია, რომ საერთოდ დაივიწყა ოპოზიციამ ბაჩო ახალაია. მუდმივად, მხოლოდ იმაზე საუბრობენ, რომ ახალაია იყო პოლიტპატიმარი. დღეს ჩამოთვალეს სამი პოლიტპატიმარი და ახალაია საერთოდ არ არის ამ სიაში, ეს რაზე მეტყველებს?! ან ძალიან აჭრილები არიან, ან კიდევ აბსოლუტურად უპრინციპოები, არც კოლეგიალობა იციან, არც მეგობრობა და არც არაფერი , - ამის შესახებ პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

მისი თქმით, „ამიტომ არიან მთლიანობაში, ასე გოიმურად წარმოდგენილი პოლიტიკურ სივრცეში“.

„შეუძლებელია, ასეთ პოლიტიკურ სუბიექტებს ჰქონდეთ რაიმე წარმატება საქართველოში, რადგან ქართულ საზოგადოებას აქვს ამბიცია, რომ საბოლოო ჯამში გაუტოლდეს ევროპულ სტანდარტებს პოლიტიკაში, დემოკრატიაში და ა.შ. ასეთი საზოგადოება, ბუნებრივია, უგულავებს, ოქრუაშვილებს, მისთანებს არასდროს აირჩევს და ხელისუფლებაში არასდროს დააბრუნებს. ერთხელ იწვნია საზოგადოებამ ის სიმწარე, რაც დაკავშირებული იყო ამ პოლიტიკოსებთან. ქურდობის, ყაჩაღობის, ტერიტორიების დაკარგვის ჩათვლით და ბუნებრივია, ამ შეცდომას აღარავინ გავიმეორებთ მომავალში“, - განაცხადა კობახიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა