ირაკლი კობახიძე არ გამორიცხავს, რომ პრეზიდენტის გადაწყვეტილებამ, ოქრუაშვილისა და უგულავას გათავისუფლების თაობაზე, „ქართულ ოცნებას“ გარკვეული რაოდენობის ამომრჩეველი დააკარგინა

პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ირაკლი კობახიძე არ გამორიცხავს, რომ პრეზიდენტის გადაწყვეტილებამ, რომლის თანახმადაც მან შეწყალების აქტის საფუძველზე, „ევროპული საქართველოს“ერთ-ერთი ლიდერი, გიგი უგულავა და თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილი ციხიდან გაათავისუფლა, მმართველ პარტიას ამომრჩევლის გარკვეული რაოდენობა დააკარგინა. ამის შესახებ კობახიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „ 360 გრადუსი“ განაცხადა, რითაც უპასუხა შესაბამის კითხვას.

კობახიძის თქმით, ამის მიუხედავად, ამომრჩეველი მხარს დაუჭერს „არა ქურდებს და ყაჩაღებს, არამედ იმ ხელისუფლებას, რომელმაც გარდატეხა შეიტანა ქართულ პოლიტიკაში“.

„მე არ გამოვრიცხავ ამას, რადგან განწყობა იყო მძიმე და ბუნებრივია, დღემდე რჩება მძიმე. თუმცა, ეს ამომრჩეველი, ბუნებრივია, 48 მილიონის ქურდთან და მათ სატელიტებთან არ წავა. დღეს არის ორპოლუსიანი სისტემა, ან არის „ქართული ოცნება“ , ან მეორე მხარეს არიან ქურდები და ყაჩაღები. ბუნებრივია, ეს ამომრჩეველი, როცა არჩევნებზე მივა ოქტომბერში, მხარს დაუჭერს არა ქურდებს და ყაჩაღებს, არამედ იმ ხელისუფლებას, რომელმაც რადიკალურად შეცვალა ეს ყველაფერი და გარდატეხა შეიტანა პოლიტიკურ პროცესში“, - განაცხადა კობახიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა