ლეონიდ სლუცკი - რუსეთი აშშ-ის მიერ „ღია ცის შეთანხმების“ დატოვების ფაქტზე რეაგირებას მოახდენს

რუსეთი აპირებს აშშ-ის მიერ „ღია ცის შეთანხმების“ დატოვების ფაქტზე რეაგირება მოახდინოს და გადაწყვეტილების მიღებისას მოსკოვი ეროვნული ინტერესებით იხელმძღვანელებს, - ამის შესახებ რუსეთის სახელწიფო დუმის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ ლეონიდ სლუცკიმ განაცხადა.

მან ვაშინგტონის გადაწყვეტილებას საზიანო უწოდა და აღნიშნა, რომ ამან შესაძლოა ევროპის კონტინენტზე სამხედრო უსაფრთხოება რისკის ქვეშ დააყენოს.

“შაბლონები იგივეა: ღია ცის ხელშეკრულების დებულებების დარღვევისთვის რუსეთის მიმართ უსაფუძვლო ბრალდებები”, - განაცხადა საგარეო საქმეთა კომიტეტის ხელმძღვანელმა.

მისივე თქმით, რუსეთს, აშშ-სგან განსხვავებით, შეთანხმება არასდროს დაურღვევია.

„აშშ-სგან განსხვავებით რუსეთს შეთანხმება არასდროს დაურღვევია. ხელშეკრულების „დამატებული ღირებულება“ დამოკიდებული იქნება იმ რეაგირებაზე, რასაც აშშ-ის ქმედებაზე მისი ევროპელი მოკავშირეები განახორციელებენ, რომლებიც ნატოს წევრებია არიან,“ - აღნიშნა ლეონიდ სლუცკიმ.

შეგახსენებთ, გუშინ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ განაცხადა, რომ აშშ-მ „ღია ცის შეთანხმებიდან“ გასვლის გადაწყვეტილება მიიღო და ამის მიზეზად მან რუსეთის მიერ ხელშეკრულების გარკვეული პუნქტების პერმანენტული დარღვევა დაასახელა.

იხილეთ ვიდეო: ლეონიდ სლუცკი - რუსეთი აშშ-ის მიერ "ღია ცის შეთანხმების" დატოვების ფაქტზე რეაგირებას მოახდენს

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა