სენატმა აშშ-ის ეროვნული დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობაზე  ჯონ რეტკლიფი დაამტკიცა

აშშ-ის სენატმა ქვეყნის ეროვნული დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობაზე წარმომადგენლობითი პალატის „რესპუბლიკელი“ წევრი ჯონ რეტკლიფი დაამტკიცა,- ამის შესახებ ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს.

გადაწყვეტილებას მხარი 49 "რესპუბლიკელმა" სენატორმა დაუჭირა, 44 "დემოკრატი" კი წინააღმდეგი წავიდა.

ჯონ რეტკლიფი აღნიშნულ პოსტზე დენ ქოუთს ჩაანაცვლებს. დღემდე ეროვნული დაზვერვის სამსახურის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი რიჩარდ გრენელი იყო.

ტრამპმა მისი კანდიდატურა წარადგინა 2019 წლის ივლისში, მაგრამ სენატორებმა მისი თანამდებაზე დანიშვნის წინადადება გააკრიტიკეს. მიმდინარე წლის 29 თებერვალს კი დონალდ ტრამპმა რეტკლიფის კანდიდატურა ხელახლა წარადგინა.

შეერთებული შტატების ეროვნული დაზვერვის სამსახურის დირექტორი კოორდინაციას უწევს 17 ამერიკული სადაზვერვო სამსახურის საქმიანობას, მათ შორის, ცენტრალურ სადაზვერვო სააგენტოს, თავდაცვის სადაზვერვო სააგენტოსა და ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს