ნათია თურნავას განცხადებით, წელს 7 ახალი ელექტროსადგური შევიდა ექსპლუატაციაში, წლის ბოლომდე კიდევ 12 პროექტის განხორციელება იგეგმება

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში 7 ახალი ელექტროსადგური შევიდა ექსპლუატაციაში, წლის ბოლომდე კი დამატებით 12 პროექტის ექსპლუატაციაში შესვლა იგეგმება. ეკონომიკის მინისტრმა „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში ინვესტიციებზე საუბრისას აღნიშნა, რომ 2020-2021 წლები ახალი ინვესტიციების წელი იქნება, რადგან კერძო და საჯარო ინვესტიციები ქვეყნის ეკონომიკის გამწევი ძალა უნდა იყოს.

მისივე განცხადებით, ტრადიციულად, ენერგეტიკის სექტორშიც მსხვილი ინვესტიციების მოლოდინია.

„ენერგეტიკასთან დაკავშირებით მოგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის პირველ კვარტალში 7 ახალი ელექტროსადგური შევიდა ექსპლუატაციაში, აქედან ერთი - გარდაბნის თბოელექტროსადგური 230 მგვტ, შუახევჰესი - 187 მგვტ, 5 მცირე ჰესი - ჯამური სიმძლავრით 13 მგვტ. დამატებით გეტყვით, რომ წელსვე 12 პროექტის ექპსლუატაციაში შესვლა იგეგმება, ჯამურად 127 მგვტ. სიმძლავრის. ტრადიციულად, ენერგეტიკის სექტორშიც ველოდებით მსხვილ ინვესტიციებს, მათ შორის უნდა აღინიშნოს ნამახვანჰესი, რომელმაც წარმატებით გაიარა გარემოზე ზემოქმედების შეფასების საჯარო განხილვები, უკვე მიიღო სამშენებლო ნებართვა და მალე დაიწყებს სამშენებლო სამუშაოებს,“- აღნიშნა თურნავამ.

მისივე თქმით, ჩვენ ენერგეტიკული სექტორის მიმზიდველობაზე მეტყველებს ისიც, რომ გლობალური პანდემიის მიუხედავად, ამ პერიოდში იაპონურმა უმსხვილესმა კომპანიამ „ტეპკო“ საქართველოს ენერგეტიკულ სექტორში, კერძოდ დარიალჰესში მსხვილი ინვესტირება განახორციელა.

„ეს ძალიან კარგი მაგალითი იქნება სხვა მსხვილი კომპანიებისთვის, რომლებთანაც პრაქტიკულად ყოველდღიურად ვმუშაობთ და რომლებიც როგორც ახალი ჰესების მშენებლობის ნაწილში, ისე არსებული ჰესების შეძენით არიან დაინტერესებული. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ, რომ მთავარი აქცენტი გაკეთდება ადგილობრივ წარმოებაზე, რა თქმა უნდა, ადგილობრივი ენერგეტიკა, ჩვენი წყლის რესურსების უფრო ეფექტური გამოყენება ძალიან სერიოზულ როლს დაიკავებს აქ,“- განაცხადა ნათია თურნავამ.

იხილეთ ინტერვიუ სრულად

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა