ჯემალ ხაშოგის ვაჟი აცხადებს, რომ მოკლული ჟურნალისტის ოჯახმა მკვლელებს აპატია

მოკლული ჟურნალისტის, ჯემალ ხაშოგის, ოჯახმა მკვლელებს აპატია,- ამის შესახებ მოკლული ჟურნალისტის შვილი სალაჰი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.

„ამ დალოცვილი თვის [რამადანის] დალოცვილ ღამეს ჩვენ ვიხსენებთ ღვთის სიტყვებს : თუკი ადამიანი პატიობს და ურიგდება, მას ალაჰი აჯილდოებს. ამიტომ ჩვენ, ჯემალ ხაშოგის ვაჟები ვაცხადებთ, რომ ჩვენი მამის მკვლელს ვპატიობთ,“- წერს სალაჰი.

„ბიბისის“ ინფორმაციით, ისლამური კანონის თანახმად, სასიკვდილო განაჩენი შესაძლოა შემსუბუქდეს, თუკი მსხვერპლის ოჯახი მკვლელს შეიწყალებს, თუმცა, ჯერჯერობით უცნობია, გავრცელდება თუ არა ეს წესი ჯემალ ხაშოგის საქმის შემთხვევაში.

შეგახსენებთ, Washington Post-ის საუდელი ჟურნალისტი ჯემალ ხაშოგი 2018 წლის ოქტომბერში სტამბოლში მდებარე საუდის არაბეთის საკონსულოში მოკლეს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო