პერუს ერთ-ერთი ქალაქის მერი, რომელმაც ნასვამ მდგომარეობაში “კომენდანტის საათი” დაარღვია, პოლიციას კუბოში დაემალა

პერუს ქალაქ ტანტარას მერი ჯეიმ ურინა ტორისი, რომელმაც კორონავირუსის გამო დაწესებული კომენდანტის საათი ნასვამ მდგომარეობაში დაარღვია, პოლიციამ დააპატიმრა,- ამის შესახებ ინფორმაციას „ტელეგრაფი“ ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, მერმა, რომელიც კომენდანტის საათის დროს მეგობრებთან ერთად გარეთ იმყოფებოდა, პოლიციისგან თავის დაღწევა კორონავირუსით გარდაცვლილი პაციენტებისთვის განკუთვნილ კუბოში ჩაწოლითა და გარდაცვილის როლის განსახიერებით დააპირა.

მერი პოლიციამ დააპატიმრა, დაპატიმრებმადე კი ფოტოები გადაუღო.

ადგილობრივ მოსახლეობას ტორესი კარანტინის დარღვევაში არაერთხელ დაუდანაშაულებია, თუმცა მერი ბრალდებებს ყოველთვის უარყოფდა.

ცნობისათვის, პერუში კორონავირუსის 100 000-მდე შემთხვევაა დადასტურებული, დაღუპულია 2 914 ადამიანი. შემთხვევების რაოდენობის მიხედვით ქვეყანა რეგიონში მეორე ადგილზე დგას ბრაზილიის შემდეგ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო