ეროვნული უსაფრთხოების საბჭოსთან არსებული ეროვნული დონის კონცეპტუალური დოკუმენტების შემუშავების მაკოორდინირებელი უწყებათშორისი კომისიის სხდომა გაიმართა

ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის ორგანიზებით, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოსთან არსებული, ეროვნული დონის კონცეპტუალური დოკუმენტების შემუშავების მაკოორდინირებელი მუდმივმოქმედი უწყებათშორისი კომისიის პირველი სხდომა გაიმართა. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" მთავრობის ადმინისტრაციიდან აცნობეს.

კომისია, ეროვნული უსაფრთხოების სფეროში კონცეპტუალური დოკუმენტების განახლების მიზნით, წინადადებებსა და რეკომენდაციებს შეიმუშავებს და შესაბამისი ღონისძიებების განხორციელების ხელშეწყობისთვის, უსაფრთხოების სფეროს რელევანტური აქტორების საქმიანობის კოორდინაციას განახორციელებს.

კომისიას ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივანი ვახტანგ გომელაური ხელმძღვანელობს, ხოლო წევრები რელევანტური აღმასრულებელი უწყებებიდან არიან წარმოდგენილი. ამასთან, კომისიის საქმიანობაში გათვალისწინებულია საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლების მონაწილეობა.

"კომისიის სხდომაზე, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივანმა, ვახტანგ გომელაურმა, ხაზი გაუსვა ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციისა და საქართველოს საფრთხეების შეფასების დოკუმენტის განახლების მნიშვნელობას, რადგან, ისინი არსებული ფორმით უსაფრთხოების თანამედროვე გარემოსა და მასთან დაკავშირებულ, აქტუალურ გამოწვევებს სათანადოდ არ ასახავს.

ამასთან, სხდომაზე, კონცეპტუალური დოკუმენტების გადახედვის მიზნით, შესაბამისი უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფების (ექსპერტულ დონეზე) შექმნის გადაწყვეტილება მიიღეს, რომლებიც სექტორული უწყებების წარმომადგენლებისგან დაკომპლექტდება", - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო