დავით ჭიჭინაძე გახარიას - რა დაგიშავა ამ ქვეყანამ?!

„რა დაგიშავა ამ ქვეყანამ?!” - ამ კითხვით მიმართავს პოლიტიკური მოძრაობა, „ტრიბუნას“ ლიდერი, დავით ჭიჭინაძე პრემიერ გიორგი გახარიას.

ჭიჭინაძის თქმით, როდესაც გიორგი გახარია ბიზნესომბუდსმენი იყო, ბიზნესისთვის არაფერი გაუკეთებია და არავისთვის არაფერი დაუბრუნებიათ. ამასთან, მისი თქმით, „გახარიას ეკონომიკის მინისტრობის დროს პარლამენტში ერთი ინიციატივაც არ შემოსულა”.

„შს მინისტრი გახდა და კინაღამ არაერთხელ „აგვაფეთქა“ ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩის მოვლენებიდან დაწყებული, პანკისის მოვლენებით გაგრძელებული.

პრემიერად დანიშვნის დღეს კი, საბაჟო ტერმინალიდან მოპარულ ტრაქტორზე მივაწოდე ინფორმაცია პარლამენტის ტრიბუნიდან და ისიც კი ვერ იპოვეს დღემდე!“,- განაცხადა ჭიჭინაძემ.

დავით ჭიჭინაძის განცხადებითვე, 21 მაისს ფაქტობრივად პარლამენტის კაპიტულაცია მოხდა.

„პარლამენტმა პრაქტიკულად ყველა უფლება-მოვალეობა მთავრობას გადააბარა. ზღუდავენ პიროვნების თავისუფლებას, გადაადგილების თავისუფლებას და კერძო საკუთრებას” - განაცხადა ჭიჭინაძემ.

აღნიშნულ კომენტარს დავით ჭიჭინაძის პრესსამსახური ავრცელებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა