ნათია თურნავამ ლიეტუველ კოლეგასთან პირდაპირი მიმოსვლის საკითხი განიხილა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ლიეტუვას ენერგეტიკის მინისტრთან და ეკონომიკისა და ინოვაციების მინისტრის მოვალეობის შემსრულებელთან ჟიგიმანტას ვაიჩიუნასთან ონლაინ შეხვედრა გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, აღნიშნული სამინისტრო ასევე კურირებს ტურიზმის სექტორს.

„შეხვედრაზე განხილული იყო ორმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა პოსტკოვიდურ პერიოდში ტურიზმისა და ტრანსპორტის სფეროებში ურთიერთობის აღდგენის პირობებზე. აღინიშნა, რომ საქართველომ მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია პანდემიის გავრცელების პრევენციის მიმართულებით, მიღებულმა ეფექტურმა გადაწყვეტილებებმა კი ქვეყანა დააყენა იმ სახელმწიფოთა შორის, რომლებიც პირველები გახსნიან საკუთარ ტურისტულ ბაზარს შიდა და საერთაშორისო მოგზაურებისთვის.

შეხვედრაზე მხარეებმა ხაზი გაუსვეს ორ ქვეყანას შორის ტურიზმის სფეროში თანამშრომლობისა და პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენის მიზნით უსაფრთხო დერეფნისა და სამოგზაურო პროტოკოლების ამოქმედების მნიშვნელობას. აღინიშნა, რომ ავიაკომპანია „ვიზეარი“, რომელიც პანდემიამდე რეგულარულ რეისებს ასრულებდა ვილნიუსსა და ქუთაისს შორის, მზადაა აღადგინოს აღნიშნული მიმართულებით ფრენები.

ნათია თურნავას განცხადებით, საქართველო ტურისტული ბაზრის გახსნას უცხოელი, მათ შორის, ლიეტუველი ტურისტებისთვის პირველი ივლისიდან გეგმავს. თუმცა მინისტრმა ხაზი გაუსვა იმას, რომ უმკაცრესად იქნება დაცული უსაფრთხოების საერთაშორისო გაიდლაინები მთელი ტურისტული სექტორისთვის, იქნება ეს სასტუმროები, რესტორნები, ტრანსპორტი, ტურისტული სააგენტოები, გიდები და სხვ. მისი თქმით, საქართველოში სრულად დაინერგება ჯანდაცვისა და ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციების გაიდლაინები, რაც განამტკიცებს საქართველოს, როგორც უსაფრთხო მოგზაურობის ქვეყნის იმიჯს მსოფლიოში.

მხარეებმა ასევე განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები ეკონომიკის სხვა სფეროებშიც. ნათია თურნავამ კოლეგას მიაწოდა ინფორმაცია პოსტკრიზისული პერიოდში საქართველოს მთავრობის საინვესტიციო პოლიტიკის შესახებ, რომელიც მიმართულია ქვეყანაში გლობალური კომპანიების მოსაზიდად.

შეხვედრაში მონაწილეობდნენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორი მიხეილ ხიდურელი და საქართველოს ელჩი ლიეტუვაში ლევან ღვაჩლიანი”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს