ანრი ოხანაშვილის განცხადებით, შეზღუდვების შესახებ კანონპროექტში სახალხო დამცველის რეკომენდაციების ძირითადი ნაწილი აისახება

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილის განცხადებით, „საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ“ კანონპროექტში სახალხო დამცველის რეკომენდაციები იქნება ასახული.

რაც შეეხება შემზღუდავი ღონისძიებების მოქმედების ვადას, მისი თქმით, ეს საკითხი დღევანდელ საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე შეჯერდება და ამის შემდეგ კანონში აისახება.

„ჩვენ გუშინ გვქონდა კონსულტაციები, შევხვდით ქალბატონ ნინო ლომჯარიას, პარლამენტში იყო მოსული. გავიარეთ დეტალურად მისი შენიშვნები და რეკომენდაციები. მისი რეკომენდაციების ძირითადი ნაწილი პრაქტიკულად აისხა უკვე კანონპროექტში. შესაბამისად, მაქსიმალურად დახვეწილი, დაბალანსებული მოდელი მივიღეთ. მნიშვნელოვანია, ხაზგასმით აღინიშნოს, რომ ეს არის დროებით გასატარებელი ღონისძიებები. რაც შეეხება კონკრეტულ თარიღს, 11 საათზე არის საკოორდინაციო საბჭოს სხდომა, ექსპერტებთან, ეპიდემიოლოგებთან მოხდება კიდევ ერთხელ კოორდინაცია, ამ საკითხის გავლა და ჩვენ პლენარულ სხდომაზე გვეცოდინება უკვე კონკრეტული თარიღი,"- განაცხადა ოხანაშვილმა.

ომბუდსმენმა პარლამენტს მიაწოდა რეკომენდაციები, რა კრიტერიუმები უნდა იყოს კანონპროექტში გათვალისწინებული, რათა უფლების შეზღუდვა კონსტიტუციურად და ლეგიტიმურად ჩაითვალოს. სახალხო დამცველის აზრით, მნიშვნელოვანია კანონით ნათლად განისაზღვროს მთავრობისათვის/სამინისტროსათვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლები და მიეთითოს, რომ შეზღუდვა უნდა იყოს დემოკრატიული საზოგადოებისთვის აუცილებელი, არადისკრიმინაციული, პროპორციულად შემზღუდველი, რათა დაცული სიკეთე აღემატებოდეს შეზღუდვით მიყენებულ ზიანს. ასევე აუცილებელია ყველა შეზღუდვის დასაბუთება და გარკვეული ბუნდოვანი დებულებების განმარტება კანონპროექტში.

წერილობით მოსაზრებაში სახალხო დამცველი ხაზს უსვამს სასამართლო კონტროლის მნიშვნელობას. პირველ რიგში აღნიშნულია, რომ მნიშვნელოვანია იზოლაციისა და საკარანტინე ღონისძიების შესახებ გადაწყვეტილების მიღების პროცედურა იყოს მკაფიო, მოთავსებულ პირთა სამართლებრივი დაცვის გარანტიები გაძლიერდეს და შემოღებულ იქნას ეფექტიანი გასაჩივრების მექანიზმი. ასევე, გამომდინარე იქიდან, რომ მთავრობას ამ კანონპროექტით ენიჭება განსაკუთრებული უფლებამოსილებები, მნიშვნელოვანია კანონმდებელმა შექმნას შესაბამისი გარანტიები აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ ადამიანის უფლებებში ჩარევის შემთხვევებზე ეფექტური მართლმსაჯულების განსახორციელებლად (შემცირებული სასამართლო განხილვის ვადების შემოღების გზით).

საქართველოს სახალხო დამცველმა წარმოადგინა ასევე მოსაზრებები სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში განსახორციელებელ ცვლილებებთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც მოსამართლეს ენიჭება დისტანციური სასამართლო პროცესების გამართვის შესაძლებლობა. "მიგვაჩნია რომ აუცილებელია კანონპროექტის მოდიფიცირება და მხოლოდ ისეთი სხდომების ჩატარება დისტანციურად, რომელთა გადადებაც გამოუსწორებელ ზიანს გამოიწვევს", - მიიჩნევს სახალხო დამცველი.

იხილეთ ვიდეო

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა