მაკა სოლოღაშვილი - ჩვენს კლინიკაში თეთრიწყაროდან კორონავირუსით ინფიცირებული 79 წლის ქალი შემოვიდა, საკმაოდ საყურადღებო მდგომარეობაა

ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის, მაკა სოლოღაშვილის განცხადებით, კლინიკას თეთრიწყაროდან კოვიდ-19-ის დიაგნოზის მქონე ერთი ახალი პაციენტი, 79 წლის ქალი დაემატა, რომელსაც საყურადღებო მდგომარეობა აქვს. მისი თქმით, დღეს გადაწყდება რეანიმაციაში გაგრძელდება თუ არა მისი მკურნალობა.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, კლინიკაში მყოფი ერთი პაციენტი გამოჯანმრთელდა.

„ბოქსირებულ სექტორში არის 48 პაციენტი. Covid-19-ის დიაგნოზის მქონე არის 41. კლინიკაში 18 წლამდე მოზარდი არის 12. ერთი პაციენტი კვლავ რეანიმაციაში რჩება, რომელიც სტაბილურად მძიმეა. ერთი პაციენტი გამოჯანმრთელდა. შემოვიდა ერთი ახალი პაციენტი, 79 წლის ქალი თეთრიწყაროდან. არის საკმაოდ საყურადღებო მდგომარეობა, დატვირთულია ანამნეზით, კონსილიუმი შეიკრიბება და გადაწყდება პაციენტის მკურნალობის ტაქტიკა, გაგრძელდება ჩვეულებრივ პალატაში თუ რეანიმაციაში. აღენიშნება თანმხლები დაავადებები, ამასთან დაავადებაც გამოხატულია, არის პნევმონია და ცხელება. საკმაოდ საყურადღებო მდგომარეობა. მის ოჯახში არ არის დადასტურებული კოვიდ -19. ბოლო 24 საათის განმავლობაში შემოყვანილია სამი საეჭვო პაციენტი, რომელთა ტესტსაც ველოდებით, ველოდებით ასევე 2 პაციენტის გამოჯანმრთელებასაც," - განაცხადა მაკა სოლოღაშვილმა.

რაც შეეხება დაავადების სავარაუდო მეორე ტალღას, მაკა სოლოღაშვილის თქმით, ერთ-ერთი მნიშნვნელოვანი ფაქტორია, მოსახლეობა შუალედში, როცა იქნება დაავადებისგან სუფთა პერიოდი, არ მოდუნდეს.

„ისე არ შემოგვეპაროს ეს დაავადება, რომ ერთბაშად დიდი რაოდენობით დადგეს, ამან შეიძლება გამოიწვიოს ის, რომ ნაკადი ვერ ვმართოთ. როცა იქნება სუფთა პერიოდი, გამოჯანმრთელების ფანჯარა, მაქსიმალურად უნდა იყოს დაცული დისტანცირება და ყველა ის წესი რაც მოწოდებულია," - განაცხადა მაკა სოლოღაშვილმა.

იხილეთ ვიდეო

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო