თბილისის საქალაქო სასამართლო ე.წ. ქურდული სამყაროს წევრობაში ბრალდებულების საქმეს განიხილავს

თბილისის საქალაქო სასამართლო დღეს ე.წ. ქურდული სამყაროს წევრობაში ბრალდებულების საქმეს განიხილავს.

როგორც სამი ბრალდებულის უფლებადამცველმა ალექსანდრე კობაიძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, დღევანდელ სხდომაზე აღკვეთის ღონისძიების შეფარდების თაობაზე იმსჯელებენ, სადაც დაცვის მხარე 10 ათას ლარიანი გირაოს შუამდგომლობას დააყენებს.

„ჩემი დაცვის ქვეშ მყოფებს, სამი დაცვის ქვეშ მყოფი მყავს, ქურდული სამყაროს წევრობას და ადამიანის გატაცებას ედავებიან, ხოლო ერთს, ასევე, ედავებიან დაზარალებულის ცემას. სასამართლო დღეს განიხილავას აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შესახებ შუამდგომლობებს. დაცვის მხარე 10 ათასი ლარის ოდენობით გირაოს შეფარდებას შესთავაზებს. რა თქმა უნდა, ჩვენ არ ვეთანხმებით ბრალს და დუმილის უფლებას ვიყენებთ“,- განაცხადა ადვოკატმა.

სასამართლო სხდომა 11:00 საათზე დაიწყება.

ცნობისთვის, ე.წ. ქურდული სამყაროს წევრობისთვის და მათთვის მიმართვისთვის თბილისში, ცაგერში, ხაშურსა და ბათუმში ერთდროულად ჩატარებული სპეციალური ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, სულ 13 ადამიანია დაკავებული.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა