მარინა ეზუგბაია - ამ ეტაზე მძიმე პნევმონიით 2 პაციენტი გვყავს, კრიტიკული პაციენტის პროგნოზი კი კეთილსაიმედოა

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით დაინფიცირებული კრიტიკული პაციენტის მდგომარეობა დასტაბილურდა და მასთან პროგნოზი კეთილსაიმედოა. როგორც ეზუგბაიამ აღნიშნა ამჟამად კლინიკაში წევს 40 პაციენტი, საიდანაც 35 დაინფიცირებულია.

„ჩვენი პაციენტების მდგომარეობა უცვლელია. კრიტიკული პაციენტი, რომელსაც მუდმივად ვახსენებდით, დღეს შეგვიძლია ვთქვათ, რომ მასთან პროგნოზი კეთილსაიმედოა- მდგომარეობა დასტაბილურდა, ჟანგბადსაჭიროებაც მოიხსნა და იმედია, თუ ასეთი მდგომარეობით გაგრძელდება, ალბათ მალე გაწერაზეც ვილაპარაკებთ. მძიმე პნევმონიით ამ ეტაზე გვყავს 2 პაციენტი, მათი მდგომარეობა ჯერჯერობით სტაბილური არაა, გარკვეულწილად პროგრესირებს როგორც პნევმონიის თვალსაზრისით, ისე კვლევების მონაცემებიც არაა სტაბილური და ცვალებადია. იმედია, აქაც ყველაფერი კარგად იქნება. ძირითადი პაციენტების მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა და გამოსავალი ალბათ ყველასთან ძალიან კარგი უნდა იყოს“, - განაცხადა ეზუგბაიამ.

მისივე თქმით, ბოლო 24 საათში გამოვლენილი ორი შემთხვევიდან ერთი არის თეთრიწყაროს დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტი, მეორე კი საკარანტინო სივრცედან.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო