დღეიდან, ტაქსების გარდა, ავტომანქანაში სამ ადამიანზე მეტის ყოფნის შეზღუდვა მოიხსნა

ავტომანქანაში სამ ადამიანზე მეტის ყოფნის თაობაზე შეზღუდვა მოიხსნა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დაწყებისას განაცხადა.

მისი თქმით, შეზღუდვა რჩება მხოლოდ ტაქსებზე.

„მივიღეთ გადაწყვეტილება ერთ ავტომობილში სამი ადამიანის შეზღუდვა გაგრძელდეს მხოლოდ ტაქსებზე და სხვა ყველა საავტომობილო საშუალებაში გაუქმდეს“, - განაცხადა გახარიამ.

იხილეთ ვიდეო: ტაქსების გარდა, ავტომანქანაში სამ ადამიანზე მეტის ყოფნის თაობაზე შეზღუდვა იხსნება

ალექსანდრე თვალჭრელიძე - „ქართული ოცნების“ ეკონომიკური პროგრამა გაცილებით უფრო მოკრძალებული, მაგრამ, ამავდროულად, გაცილებით უფრო რეალისტურია
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2020
რევაზ კოპალაძე - ქვეყნებში, სადაც გულშემატკივრობენ საქართველოს, მტკივნეულად აღიქვამენ სახელმწიფოს ჩარევას „კავკასუს ონლაინის“ სამეწარმეო თავისუფლებაში