ადამ კინზინგერი - არ ვაპირებ ჩავერიო და რომელიმე მხარეს რაიმესკენ ვუბიძგო - შეთანხმება შედგა, რომლის დეტალებსაც ყველა მხარე ეთანხმებოდა და მნიშვნელოვანია, ის სრულად შესრულდეს

შეთანხმება შედგა, რომლის დეტალებსაც ყველა მხარე ეთანხმებოდა და მნიშვნელოვანია, რომ ის სრულად შესრულდეს“, - ამის შესახებ კონგრესმენმა ადამ კინზინგერმა „ამერიკის ხმის“ ქართულ რედაქციასთან საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, შეთახმებაში მონაწილე ყველა მხარე დგამს რეალურ ნაბიჯებს პროგრესისკენ.

„მნიშვნელოვანია, რომ შეთანხმება სრულად შესრულდეს. დემოკრატია რთულია, თუმცა ჩანს, რომ მხარეები რეალური პროგნოზისკენ მიდიან. ეს უნდა დავამთავროთ და წინ წავიდეთ, უფრო დიდი საკითხები გვაქვს გადასაწყვტი, როგორიცაა კორონავირუსის შემდგომი განვითარება და მომავალი არჩევნები. კიდევ ერთხელ ვიტყვი, არ ვაპირებ ჩავერიო და რომელიმე მხარეს რაიმესკენ ვუბიძგო. შეთანხმება შედგა, რომლის დეტალებსაც ყველა მხარე ეთანხმებოდა და მნიშვნელოვანია, რომ ის სრულად შესრულდეს. ჩანს, რომ ყველა მხარე დგამს რეალური პროგრესისკენ ნაბიჯებს, უნდა გავაგრძელოთ წინასვლა იმაზე, რაც არის და არ არის შესრულებული. საბოლოო ჯამში, მოდით შევასრულოთ ეს და საკითხი საარჩევნო ყუთთან გადავჭრათ“, - განაცხადა კონგრესმენმა.

მისი თქმით, შეერთებული შტატები ხელს უწყობს იმას, რომ 8 მარტის შეთანხმება შესრულდეს.

„შეერთებული შტატები არაფერს არ ითხოვს, უბრალოდ ჩვენ ხელს ვუწყობთ იმას, რომ ეს შეთანხმება შედგეს, რადგან საქართველო ჩვენთვის მნიშვნელოვანი პარტნიორია. ვფიქრობ, ჩვენ ძალიან კარგი პარტნიორები ვართ საქართველოსთვის. არასტაბილურობა არავისთვისაა კარგი. რუსეთი, რა თქმა უნდა, ყველაფრის სათავისოდ გამოყენებას ეცდება, რადგან ისინი არ ფიქრობენ, რომ ყველას ხმა უნდა ისმოდეს და თვლიან, რომ მხოლოდ ერთი კაცი უნდა იღებდეს გადაწყვეტილებას ყველასთვის. ჩვენ ამის არ გვჯერა, ამის არც ქართველებს სჯერათ. ჩვენ ვუზიარებთ საქართველოს იმას, რაც ვისწავლეთ და ხელს ვუწყობთ, თუმცა დეტალებში იმიტომ არ ჩავდივარ, რომ ეს თავად ქართველი ხალხის გადასწყვეტია და ვხედავ, რომ ეს მათ შესანიშნავად გამოსდით“, - განაცხადა ადამ კინზინგერმა „ამერიკის ხმის“ ქართულ რედაქციასთან საუბრისას.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა