გიორგი გახარია - გუშინ აღმოვაჩინეთ, რომ გაგვეხსნა ახალი ფრონტი - პოლიტიკური ფრონტი, რაღაც პოლიტიკური მასკარადის სახით

გუშინ აღმოვაჩინეთ, რომ გაგვეხსნა ახალი ფრონტი - პოლიტიკური ფრონტი, რაღაც პოლიტიკური მასკარადის სახით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ კორონავირუსთან დაკავშირებული უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე განაცხადა.

როგორც გახარიამ აღნიშნა, ხელს ვერავინ შეუშლის მთავრობას პირველ რიგში ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე იზრუნოს.

„გუშინ აღმოვაჩინეთ, რომ გაგვეხსნა ახალი ფრონტი - პოლიტიკური ფრონტი, რაღაც პოლიტიკური მასკარადის სახით, რომელმაც რისკის ქვეშ დააყენა და შეიძლება დააყენოს ადამიანების ჯანმრთელობა და სიცოცხლე, ერთმნიშვნელოვნად მინდა ყველამ იცოდეს, რა თქმა უნდა, ყველა ეტაპზე მთავრობისთვის პრიორიტეტი იქნება ადამიანის ჯანმრთელობა და სიცოცხლე და ვერავინ ვერ შეუშლის ხელს იმ შეზღუდვების გაგრძელებას, რომელიც საჭიროა მთავრობამ და ხელისუფლებამ პირველ რიგში ადამიანის ჯანმრთელობაზე იზრუნოს. ამიტომ ჩვენ დღეს ვაცხადებთ - მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანა მზად არის დღეს გადადგას ნაბიჯი და გააუქმოს საგანგებო მდგომარეობა, რაც პარალელურად ნიშნავს კომენდანტის საათის გაუქმებას, ამას მოყვება გარკვეული შემსუბუქებები“, - განაცხადა გახარიამ.

იხილეთ ვიდეო: გაგვეხსნა ახალი, პოლიტიკური ფრონტი, რაღაც პოლიტიკური მასკარადის სახით - პრემიერ-მინისტრი

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა