გიორგი გახარია - საგანგებო მდგომარეობის გაუქმება არ ნიშნავს, რომ ქვეყანაში ყველაფერი კარგადაა და საერთოდ არ ნიშნავს იმას, რომ პანდემია დამარცხებულია

საგანგებო მდგომარეობის გაუქმება არ ნიშნავს, რომ ქვეყანაში ყველაფერი კარგადაა და საერთოდ არ ნიშნავს იმას, რომ პანდემია დამარცხებულია, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, პანდემია არც საქართველოშია დამარცხებული და არც - მსოფლიოში.

„ეს საბჭო შეიქმნა 28 იანვარს და ეს იყო ის პერიოდი, როცა საქართველოში არცერთი ინფიცირების შემთხვევა არ იყო დაფიქსირებული. ინფიცირების შემთხვევა დაფიქსირდა ერთი თვის შემდეგ. ორი თვის შემდეგ გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა და დღეს ჩვენ ოფიციალურად შეგვიძლია გადავდგათ ნაბიჯი საგანგებო მდგომარეობის გაუქმების მიმართულებით. თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ქვეყანაში ყველაფერი კარგადაა და საერთოდ არ ნიშნავს იმას, რომ პანდემია დამარცხებულია. პანდემია საქართველოშიც არ არის დამარცხებული ისევე, როგორც გლობალურად მსოფლიოში. ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ პანდემიის მიმათულებით მოგვიწევს ორ ფრონტზე ბრძოლა, ორი მიმართულებით ბრძოლა: პირველ რიგში, ეს არის და რჩენა ადამიანის ჯანმრთელობა და სიცოცხლე და შემდგომ - ჩვენი ეკონომიკის აღორძინება. ერთმნიშვნელოვნად შეგვიძლია დღეს ვთქვათ, რომ პირველ ნაწილს ადამიანის ჯანმრთელობაზე ზრუნვას გავართვით თავი და ეს ამ საბჭოს დიდი დამსახურებაა. ეს საბჭო იყო ორგანო, რომელმაც პანდემიის შეჩერებას და პანდემიასთან ეფექტურად ბრძოლის საქმეს სრული სისტემური კოორდინირება გაუწია ყველა მიმართულებით. ჩვენ ახლა ვიბრძვით მეორე მიმართულებით, ეკონომიკის სწრაფი ეფექტური აღორძინების მიმართულებით და არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს ყველაფერი ერთმანეთთან უკიდურესად არის დაკავშირებული," - განაცხადა გიორგი გახარიამ.

იხილეთ ვიდეო

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს