„კანონის მოქმედების ვადის დაწესების მიუხედავად, ცალსახად კანონი რჩება არაკონსტიტუციური, იმიტომ, რომ საქართველოს მთავრობას ანიჭებს უფლებას ტოტალურად შეზღუდოს ადამიანების უფლებები, რომლის შეზღუდვაც დაუშვებელია, - ასე შეაფასა „ევროპული საქართველოს წევრმა, ირაკლი აბესაძემ „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონპროექტი. მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლებას სურს გადაჭარბებული უფლებამოსილების მიღება, რათა თვითნებურად, საკუთარი შეხედულებისამებრ ადამიანის ცხოვრება შეზღუდოს.
„კანონის მოქმედების ვადის დაწესების მიუხედავად, ცალსახად კანონი რჩება არაკონსტიტუციური, რადგან საქართველოს მთავრობას ანიჭებს უფლებას ტოტალურად შეზღუდოს ადამიანების უფლებები, რომლის შეზღუდვაც დაუშვებელია საგანგებო მდგომარეობის გარდა და რომლის შეზღუდვაშიც გადაწყვეტილებას უნდა იღებდეს მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს პარლამენტი. ასე, რომ ამ არაკონსტიტუციური კანონისთვის, მოქმედების ვადის დაწესება უფრო მეტად ამყარებს ეჭვს, რომ თავად მმართველი გუნდი არის დარწმუნებული მის არაკონსტიტუციურობაში და ამგვარად ცდილობს აღნიშნული კანონპროექტის მავნე ნაწილის გადაფარვას. რა მიზანი შეიძლება ამოქმედებდეთ მათ? საქართველოს მთავრობას სურს გადაჭარბებული უფლებამოსილების მიღება, თვითნებურად მხოლოდ საკუთარი შეხედულებისამებრ ადამიანის ცხოვრების შესაზღუდად“, - განაცხადა ირაკლი აბესაძემ.