გიორგი გახარია - კარგი, სანიმუშო, დემოკრატიული არჩევნები ჩვენი ვალდებულებაა, რასაც  ხელისუფლება და მთლიანად გუნდი წარმატებით გავართმევთ თავს

ყველას კარგად გვესმის, რომ წელს ჩვენ გვაქვს საარჩევნო წელი და კარგი, სანიმუშო, დემოკრატიული არჩევნები - ეს არის ჩვენი ვალდებულება, რომელსაც საქართველოს მთავრობა, ხელისუფლება და მთლიანად გუნდი, წარმატებით გავართმევთ თავს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ კორონავირუსის ფარგლებში შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე განაცხადა.

გახარიას თქმით, მთავრობის ვალდებულებაა, ხელი შეუწყოს ქვეყანაში პოლიტიკური პროცესის გაგრძელებას.

„ჩვენ, მთავრობას გვაქვს ვალდებულება, ხელი შევუწყოთ ქვეყანაში პოლიტკური პროცესის გაგრძელებას, საკონსტიტუციო პროცესის გაგრძელებას. ყველას კარგად გვესმის, რომ წელს ჩვენ გვაქვს საარჩევნო წელი და კარგი, სანიმუშო დემოკრატიული არჩევნები - ეს არის ჩვენი ვალდებულება, რომელსაც საქართველოს მთავრობა, ხელისუფლება და გუნდი მთლიანად, წარმატებით გავართმევთ თავს. თუ აქამდე ვიბრძოთ ორ ფრონტზე: ჯანმრთელობის და ეკონომიკური განვითარების, ახლა დაგვემატა ახალი. ამასაც უნდა გავუძლოთ და ამ ფრონტზეც უნდა ვიყოთ წარმატებულები და გამარჯვებულები. როდესაც ჩვენ ვხედავთ, რომ მოქალაქისთვის ისეთი უკიდურესად მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა ელემენტარული საკანონმდებლო ნაბიჯები იმისთვის, რომ ჩვენ შევძლოთ, შეზღუდვების სახით არ გავავრცელოთ და შევუშალოთ ხელი სწრაფ და მასშტაბურ ინფექციის გავრცელებას ქვეყანაში, ეს საკითხები ხდება პოლიტიკური სპეკულირების თემები. სამწუხაროა ეს ყველაფერი, თუმცა ჩვენ ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ გლობალურად პანდემია გამოაცხადა, თუ არ ვცდები, 11 მარტს და ეს პანდემია ჯერჯერობით ჯანმო-ს არ მოუხსნია, რაც უკვე გვაძლევს იმის საშუალებას და გვაიძულებს და გვისახავს ამოცანას, რომ მსოფლიოსთან ერთად ვიბრძოლოთ ამ პანდემიის წინააღმდეგ, რასაც ეფექურად ვაკეთებთ. ამ საბჭოს მუშაობას აქვს კრიტიკულად დიდი მნიშვნელობა, ისევე, როგორც ამ საბჭოს ქვემოთ შექმნილ შტაბებს, როგორც ქვეყნის, ასევე რეგიონალურ მასშტაბში“, - განაცხადა გახარიამ.

იხილეთ ვიდეო

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს