პრემიერის განცხადებით, ხელისუფლება იძულებულია, მოსახლეობის უსაფრთხოების გამო, გარკვეული შეზღუდვები შეინარჩუნოს, მათ შორის მუნიციპალური ტრანსპორტის გადაადგილების თვალსაზრისით

პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, ხელისუფლება იძულებულია, მოსახლეობის უსაფრთხოების გათვალისწინებით გარკვეული სახის შეზღუდვები შეინარჩუნოს, თუნდაც მაგალითად, სამოქალაქო და მუნიციპალური ტრანსპორტის გადაადგილების თვალსაზრისით. როგორც მან საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე განმარტა, თუ დღეს საქართველოში კორონავირუსის ინფიცირებულთა რიცხვი დაბალია, ეს არ ნიშნავს იმას, ვირუსი დამარცხდა.

„ყველას უნდა გვესმოდეს, რომ იძულებულები ვართ, გარკვეული სახის შეზღუდვები შევინარჩუნოთ, მაგალითად, გარკვეული ეკონომიკური საქმიანობების, სამოქალაქო და მუნიციპალური ტრანსპორტის გადაადგილების, სპორტული და კულტურული ღონისძიებების, საზღვრებზე კონტროლის თვალსაზრისით. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ თუ დღეს საქართველო წარმატებულია კოვიდ 19-თან ბრძოლაში, წარმატებული არის მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენ გადავდგით დროული პრევენციული ნაბიჯები პირველ რიგში, საზღვრებზე კონტროლის კუთხით. ჩვენ შევძელით, არ დაგვეშვა იმპორტირებული ინფექციის ქვეყანაში გავრცელება. ძალზედ ეფექტიანი იყო საკარნტინო ზონების შექმნა, უაღრესად ეფექტიანი იყო ის ნაბიჯები, რომელმაც ქვეყანაში მობილობის შემცირების საშუალება მოგვცა და თუ საქართველოში საშუალოდ გვყავს მაგალითად, დღეში 2, 5 ან 10 ინფიცირებული, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ვირუსი დამარცხებულია. ყველას კარგად უდა გვესმოდეს, რომ ჩვენი ძირითადი ამოცანა გახლავთ, ვიზრუნოთ ადამიანის ჯანმრთელობაზე, ოღონდ ეს ისე გავაკეთოთ, რომ ჩვენს მოქალაქეებს მივცეთ საშუალება, ფრთხილად და ეტაპობრივად გაანახლონ თავინთი ეკონომიკური საქმიანობა იმისთვის, რომ ოჯახი არჩინონ“,- განაცხადა გახარიამ.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლების დღის წესრიგი მორგებულია არჩევნებს, სამწუხაროდ, არ ფიქრობს ეკონომიკაში სისტემური ცვლილებების განხორციელებაზე და თვითგადარჩენის რეჟიმზეა გადასული
ქართული პრესის მიმოხილვა 30.05.2020
ამირან სალუქვაძე - მიუღებელი რეალობაა - ხელისუფლებას და ოპოზიციას ერთმანეთი აწყობთ
"სილქნეტი" StopCoV ფონდში კიდევ ერთ მილიონ ლარს გადარიცხავს
სამედიცინო სერვისებზე მნიშვნელოვანი შეღავათების გაცემა დაიწყო
2 წლის შედეგებით Domenebi.ge უმსხვილესი დამოუკიდებელი რეგისტრატორია
ფინკა ბანკი - ძლიერი ფინანსური მაჩვენებლები და საერთაშორისო პარტნიორები ახალი გამოწვევების საპასუხოდ