გიორგი გახარია - არაფერი არ დასრულებულა! მესმის, რომ შეზღუდვები უაღრესად დიდი დისკომფორტია, მაგრამ ჩვენ ეს ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, პირველ რიგში ერთმანეთისთვის

მესმის, რომ ეს შეზღუდვები არის უაღრსად დიდი დისკომფორტის შემტანი ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში, მაგრამ ჩვენ ეს ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, პირველ რიგში, ერთმანეთისთვის,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.

მან მოსახლეობას გულისხმიერებისა და სამოქალაქო პასუხისმგებლობისთვის მადლობა გადაუხადა.

მთავრობის მეთაურმა ასევე აღნიშნა, რომ მსოფლიო და ჯანადაცვის მსოფლიო ორგანიზაცია შემოდგომისთვის კორონავირუსის მეორე ტალღას ელის, შესაბამისად, გახარიას თქმით, საქართველომ ზაფხულის თვეები მოსამზადებლად უნდა გამოიყენოს.

„პირველ რიგში, მინდა თითოეულ ჩვენს მოქალქეს მადლობა გადავუხადო იმ გულისხმიერებისა და სამოქალაქო პასუხისმგებლობისთვის, რომელსაც ისინი ავლენდნენ ყოველდღიურად. მესმის, რომ ეს შეზღუდვები არის უაღრესად დიდი დისკომფორტის შემტანი ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში, მაგრამ ჩვენ ეს ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, პირველ რიგში, ერთმანეთისთვის, რა თქმა უნდა, ჩვენ ეს ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ავაღორძინოთ რაც შეიძლება სწრაფად ეკონომიკა და, რა თქმა უნდა, საბოლოო ჯამში იმისთვის, რომ მოვუაროთ ამ ქვეყანას. მინდა თითოეულ თქვენგანსაც მადლობა გადავუხადო იმიტომ, რომ ეს იყო უკიდურესად მნიშვნელოვანი ბრძოლა, თუმცა აქვე მინდა აღვნიშნო - არაფერი არ დასრულებულა! ჩვენი ძირითადი ამოცანა ახლა არის იმაში, რომ არაერთბაშად, ეტაპობრივად, უკიდურესად ფრთხილად ავამუშაოთ ეკონომიკა, დაგვემატა კიდევ ერთი ამოცანა - გავაცოცხლოთ პოლიტიკური პროცესი, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მთელი მსოფლიო დღეს და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია, ემზადება ეპიდემიის მეორე ტალღისთვის, რაც არის უკიდურესად დიდი გამოწვევა და ზაფხულის თითოეული თვე უნდა გამოვიყენოთ იმისთვის, რომ ვიყოთ უკიდურესად მზად და ვიყოთ ისეთივე წარმატებულები, როგორებიც ვიყავით ამ პანდემიასთან ბრძოლაში,“- განაცხადა გიორგი გახარიამ.

იხილეთ ვიდეო: მესმის, რომ შეზღუდვები უაღრესად დიდი დისკომფორტია, მაგრამ ჩვენ ეს ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, პირველ რიგში ერთმანეთისთვის - პრემიერი

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს