გიორგი გახარია - საერთოდ, ოპოზიციაც არის ხელისუფლების ნაწილი - ნორმალურ ქვეყანაში ყველა დადგებოდა ერთად

საერთოდ, ოპოზიციაც არის ხელისუფლების ნაწილი. ნორმალურ ქვეყანაში ყველა დადგებოდა ერთად, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა. მისი თქმით, იმ პირობებში, როდესაც რეგიონში მძიმე ვითარებაა და საქართველო ახერხებს ნორმალურ ოპერირებას, ყველა პოლიტიკური ძალა უნდა აკეთებდეს ერთ საქმეს.

„რეალურად ახლა რაც ხდება მუშევანში, როდესაც მოსახლეობას ასე პირდაპირ მივდივართ და ვტესტავთ და დაახლოებით 30% ამოვარდა ინფიცირებულების, იგივე ხდება ჩვენს მეზობელ სომხეთში, დიდი მუშევანიაო ბატონმა პაატამ თქვა გუშინ. ასეთი რაღაცეები როცა ხდება რეგიონში და ჩვენ ასე თუ ისე ნორმალურად ვოპერირებთ, საერთოდ ოპოზიციაც არის ხელისუფლების ნაწილი და ნორმალურ ქვეყანაში ყველა დადგებოდა ერთად და უნდა ვაკეთებდეთ ერთ საქმეს. სამწუხაროა, მაგრამ ამასაც უნდა გავუძლოთ,“- განაცხადა გიორგი გახარიამ.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო