თბილისში, იან ჰომერის ქუჩის რეაბილიტაცია დაიწყო

საბურთალოს რაიონში, იან ჰომერის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს, პროექტის ფარგლებში, 4 000 კვ.მ ფართობზე ასფალტის ორფენიანი საფარი დაიგება.

მათივე ინფორმაციით, ამ დროისთვის, სანიაღვრე ქსელის მოწყობის სამუშაოები რაინგერსის და ჰომერის ქუჩის კვეთაზე მიმდინარეობს, რომელიც 500 გრძივ მეტრზე მოეწყობა. აღნიშნულ მისამართზე ამ დრომდე ასფალტის საფარი არ არსებობდა და მოსახლეობას გრუნტიან გზაზე გადაადგილება უწევდა.

მიმდინარე სამუშაო პროცესს საბურთალოს რაიონის გამგებელი გაიოზ ვასაძე და მაჟორიტარი დეპუტატი ავთანდილ ცინცაძე გაეცნენ. „მიმდინარე წელსაც დიდი დიღმის კერძო დასახლებაში აქტიურად გრძელდება ინფრასტრუქტურული პროექტები. უკვე ორი ქუჩა მოწესრიგდა, სადაც მოსახლეობას გრუნტიან გზაზე გადაადგილება უწევდა. ამჟამად კი, იან ჰომერის ქუჩის რეაბილიტაცია დავიწყეთ, სადაც სანიაღვრე ქსელი მოეწყობა და გრუნტიანი გზის ნაცვლად, ორფენიანი საფარი დაიგება. პროექტის დასრულების შემდეგ, მოსახლეობა კეთილმოწყობილი გზით ისარგებლებს. მომავალში მსგავსი ქუჩების მოწესრიგებაც ეტაპობრივად განხორციელდება“, - განაცხადა გაიოზ ვასაძემ.

სამუშაოებს, საბურთალოს გამგეობის დაკვეთით, შპს "ლ. ენდ ლ" ახორციელებს, რისთვისაც ბიუჯეტიდან 600 000 ლარია გამოყოფილი.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა