ზაზა გაბუნიას ინფორმაციით, მაღალმთაში მცხოვრები დამატებით 6767 პენსიონერი, ექიმი, ექთანი და მასწავლებელი სახელმწიფოს მხრიდან მხარდაჭერას მიიღებს

დღეს საქართველოს პარლამენტი პირველი მოსმენით დაამტკიცებს ცვლილებებს მაღალმთიანი რეგიონების შესახებ კანონში, რომლის საფუძველზე მაღალმთაში მცხოვრები დამატებით 6767 პენსიონერი, ექიმი, ექთანი და მასწავლებელი სახელმწიფოს მხრიდან მხარდაჭერას მიიღებს. ამის შესახებ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ ზაზა გაბუნიამ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, ამ ცვლილებებით დამატებით მთაში მცხოვრები 25 000-დან 30 000-მდე მოქალაქე ისარგებლებს.

„დღეს საქართველოს პარლამენტი პირველი მოსმენით დაამტკიცებს ცვლილებებს მაღალმთიანი რეგიონების შესახებ კანონში, რომლის საფუძველზე მაღალმთაში მცხოვრები დამატებით 6767 პენსიონერი, ექიმი, ექთანი და მასწავლებელი სახელმწიფოს მხრიდან მხარდაჭერას მიიღებს. ამ ცვლილებებით დამატებით 25 000-დან 30 000-მდე მთაში მცხოვრები მოქალაქე ისარგებლებს. ეს არის მნიშვნელოვანი ცვლილებები იმ თვალსაზრისითაც, რომ შეღავათების დაწესების მოქმედი რედაქციის არსებული ნორმა, რომელიც მთაში 9 თვის განმავლობაში ცხოვრების ვალდებულებას აწესებს, ჩვენი საზოგადოების ინტერესების მიხედვით 6 თვემდე მცირდება, რაც უფრო ხელსაყრელია იქ მცხოვრები მოსახლეობისათვის. ამ ცვლილებების მიხედვით განსაკუთრებულად აღსანიშნავია ის, რომ გამყოფი ზოლის მიმდებარედ არსებულ 19 დასახლებას მიენიჭება აღნიშნული სტატუსი, რაც ნიშნავს იქ მცხოვრები ადამიანების ძლიერ მხარდაჭერას სახელმწიფოს მხრიდან, სამეწარმეო და ბიზნეს საქმიანობაში ამ ადამიანების ჩართვის ფართო შესაძლებლობებს, გამყოფი ზოლის მიმდებარე დასახლებებიდან მიგრაციის პროცესების შეჩერებას, რაც რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია კონფლიქტის ხაზის მიღმა მცხოვრებთა ყურადღების თვალსაზრისითაც. ამასთანავე უნდა აღინიშნოს, რომ ამ ცვლილებებით დამატებით ჯამში 59 დასახლება ისარგებლებს და მაღალი მთის სტატუსს მიიღებს. ეს არის ცვლილებები, რომელიც ხელს შეუწყობს მაღალ მთაში მცხოვრებთა ცხოვრების ხარისხის და დონის ზრდას, ხელს შეუწყობს ახალი სამუშაო ადგილების გაჩენას და ბიზნეს გარემოს ჩამოყალიბებას“,- განაცხადა ზაზა გაბუნიამ.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო