გიორგი გახარია - ღია ბაზრობებზე რაღაც კომპრომისი უნდა ვნახოთ და ალბათ, ის ნაწილი, სადაც ამ ბაზრობის გარკვეულ ობიექტებზე ქუჩიდან შესასვლელები არის, შეიძლება ნელ-ნელა აღვადგინოთ

ღია ბაზრობებზე, რაღაც კომპრომისი უნდა ვნახოთ და ალბათ, ის ნაწილი, სადაც ამ ბაზრობის გარკვეულ ობიექტებზე ქუჩიდან შესასვლელები არის, შეიძლება ნელ-ნელა აღვადგინოთ“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე განაცხადა

„ღია ბაზრობებზე, სადაც ადამიანები უკვე სოციალურ პროტესტს ფიქრობენ, იქაც რაღაც კომპრომისი უნდა ვნახოთ და ალბათ, ის ნაწილი სადაც ქუჩიდან შესასვლელები არის ამ ბაზრობის გარკვეულ ობიექტებზე, შეიძლება ნელ-ნელა აღვადგინოთ. ჩვენი წარმატების ძირითადი მიზეზი გახლავთ ის, რომ ჩვენ ძალიან ადრე ექიმების რეკომენდაციებს მივყევით და მსხვილი ბლოკების გათიშვით მივაღწიეთ მობილობის დავარდნას და არ დავუშვით იმპორტირებული ინფექციის სწრაფი გავრცელება ქვეყანაში. შესაბამისად, შემდგომ, ამ ორ თვეში ჯანდაცვის სამინისტროს ეფექტური მუშაობის შედეგად, სისტემა მოემზადა იმისთვის, რომ ნორმალურად მიეღო ემკურნალა და ნორმალურ ცხოვრებაში დაებრუნებინა ხალხი“, - განაცხადა გახარიამ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს