ლევან რატიანი - ვიმედოვნებთ, სამშაბათისთვის კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული არც ერთი პაციენტი არ იქნება

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის ლევან რატიანის განცხადებით, ბოლო ორი კვირაა, კლინიკას კორონავირუსით ინფიცირებული ახალი პაციენტი არ მიუღია.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, მედიკოსები იმედოვნებენ, რომ უახლოეს დღეებში კლინიკაში არც ერთი ინფიცირებული აღარ იქნება და ყველა პაციენტი გამოჯანმრთელდება.

“ბოლო ორი კვირაა, არც ერთი ახალი პაციენტი არ მიგვიღია. ყველას გამოჯანმრთელებას ველოდებით. ვვარაუდობთ, რომ რამდენიმე დღეში ჩვენს კლინიკას არც ერთი კოვიდინფიცირებული პაციენტი არ ეყოლება. ერთი პაციენტი არის რეანიმაციულ განყოფილებაში, მას ამ ეტაპზე კოვიდინფექცია არ აქვს, ქრონიკული პათოლოგიები ვლინდება და რეანიმაციულ განყოფილებაში ამიტომ რჩება. დანარჩენ კოვიდინფიცირებულ პაციენტებთან არავითარი კლინიკური სიმპტომატიკა არ ვლინდება. ვიმედოვნებთ, სამშაბათისთვის კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული არც ერთი პაციენტი არ იქნება“, - განაცხადა რატიანმა.

ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა 723-ს შეადგენს. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი 10- ით გაიზარდა და 495 გახდა.

ლადო პაპავა - მოსახლეობა პოზიტიური დღის წესრიგის მოლოდინშია
ქართული პრესის მიმოხილვა 30.05.2020
ამირან სალუქვაძე - მიუღებელი რეალობაა - ხელისუფლებას და ოპოზიციას ერთმანეთი აწყობთ
"სილქნეტი" StopCoV ფონდში კიდევ ერთ მილიონ ლარს გადარიცხავს
სამედიცინო სერვისებზე მნიშვნელოვანი შეღავათების გაცემა დაიწყო
2 წლის შედეგებით Domenebi.ge უმსხვილესი დამოუკიდებელი რეგისტრატორია
ფინკა ბანკი - ძლიერი ფინანსური მაჩვენებლები და საერთაშორისო პარტნიორები ახალი გამოწვევების საპასუხოდ