ადამ კინზინგერი - მთავრობამ მითხრა, რომ ანაკლიის პორტი ძალიან მნიშვნელოვანია, მათი მჯერა და მოვუწოდებ, რაც შეიძლება მალე ჩადონ ამერიკული ინვესტიციები პორტის პროექტში

მთავრობამ მე მითხრა, რომ პორტი ძალიან მნიშვნელოვანია, მათი მჯერა და მოვუწოდებ, რაც შეიძლება მალე ჩადონ ამერიკული ინვესტიციები პორტის პროექტში, - ამის შესახებ კონგრესმენმა ადამ კინზინგერმა "ამერიკის ხმის“ ქართულ ბიუროსთან ინტერვიუში, ინვესტიციებზე საუბრისას ანკლიის პორტთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, როცა ინვესტიციებს ეხება საქმე, ეს ყველასთვის ყველგან შეიძლება იყოს შეშფოთების საგანი.

“მე ამას ვეტყოდი ქართველ ხალხს და საქართველოს მთავრობას, ვფიქრობ, ძალიან უნდათ ამერიკა იყოს დაინტერესებული მათი ქვეყნით, უნდა გავაგრძელოთ ისეთი გარემოს შექმნაზე მუშაობა, სადაც ინვესტიციები ხელშეწყობილი და მისასალმებელია და რეგულაციები თავისუფალი და სამართლიანი კლიმატის შექმნის მიღმა სხვა მიზნებისთვის არ გამოიყენება. აშშ-ში ასეა. ქართულ კომპანიას, რომელსაც სურს აშშ-ში ინვესტიცია, ისევე ექცევიან, როგორც ამერიკულ კომპანიას, თუ, რა თქმა უნდა, საქმე ეროვნულ უსაფრთხოებას არ ეხება. სულ ესაა რაც გვსურს. საქმეების დეტალების განხილვას არ ვაპირებ. მთავრობამ მე მითხრა, რომ პორტი ძალიან მნიშვნელოვანია მათი მჯერა და მოვუწოდებ, რაც შეიძლება მალე ჩადონ ამერიკული ინვესტიციები პორტის პროექტში," - განაცხადა ადამ კინზინგერმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა